ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, მოწვეულმა სტუმარმა, სატყეო უბნის უფროსმა ნუგზარ ჩხაიძემ, თავისი გამოსვლის დასასრულს ლანჩხუთში გავრცელებულ ვირუსზე ისაუბრა.
"მინდა ერთი განცხადება გავაკეთო. ლანჩხუთში შემოსულია ახალი ვირუსი, რომელიც სწრაფად ვრცელდება და მას უმადურობა ჰქვია. იმედია ვირუსის დაძლევაში ერთიანობა იქნება და ამით შესაძლებელია დაავადების დამარცხება."
ნუგზარ ჩხაიძემ, ამ ეტაპზე არ დააკონკრეტა თუ ვინ იყო განცხადების ადრესატი.
იგი ასევე შეეხო შეშის ვაუჩერების თემასაც და დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვისაც ბუნებრივი აირი აქვს, იგი აღნიშნულ ვაუჩერს ვერ მიიღებს.
ჩხაიძემ დეპუტატებს ურჩია, ერთობლივი განცხადება შეიმუშაოს და შესაბამის სტრუქტურას პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართონ.