ამ წუთებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დასრულდა, მაგრამ დეპუტატების უმრავლესობა, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, კახა ასკურავასა და რომან ბიწაძის საქმეს "არჩევენ".
"გარჩევა" ხმაურიანად მიმდინარეობს.
"სხდომა დასრულდა და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვისაუბროთ დეპუტატების – კახა ასკურავასა და რომან ბიწაძის დაპირისპირების შესახებ", _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძემ.
შეხვედრას არ ესწრება თავად კახა ასკურავა. მან საკრებულო სხდომა დატოვა და განცხადება გააკეთა:
"მე ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი წარსულით და ჩემი ქმედებებით. მე არ დავესწრები ამ შეხვედრას", _ თქვა კახა ასკურავამ.