პოლიციის თანამშრომლებმა, სასულიერო პირები ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებაზე არ დაასწრეს.
_ წირვის შემდეგ მივედით და უკან გამოგვაბრუნეს, დაგვიანებულები ხართ და ვერ შეგიშვებთო, _ გვითხრა რამდენიმე სასულიერო პირმა.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, გიორგი მდინარაძე:
_ ასეთი რამ არ მომხდარა. ინტრიგანია ის მამაო ვინც ეს გითხრათ. მე არ ვაპირებ ეს ინფორმაცია რომელიმე მათგანთან გადავამოწმო. თუ უნდათ თავად დამირეკონ, _ გვითხრა მდინარაძემ და უფრო მეტი დაზუსტებისთვის ინფორმაცია თანამშრომლებსაც ჰკითხა.
ეს უკანასკნელნი კი, ამ ფაქტის უარყოფას ტრადიციული გინებით შეეცადნენ.
_ იმიტომ იგინებიან, რომ მასეთი რაიმე არ მომხდარა, _ გვითხრა მდინარაძემ.
"გურია ნიუსი" ამ თემაზე ვრცელ მასალას ხვალ შემოგთავაზებთ.