ბახმაროში გამართულ ტრადიციულ დოღში, ერთადერთი ახალგაზრდა ქალბატონი, თეონა ტყებუჩავა მონაწილეობდა. მან ორ-კილომეტრიან წრეზე ჯირითში მეორე ადგილი დაიკავა.
"ძალიან ცუდი შთაბეჭდილება მაქვს. არასწორად ხდება შეჯიბრი. 7 წელია ვმონაწილეობ დოღში და ასეთი არასწორი საქციელი პირველად ვნახე. არ არის სუფთა სისხლის, არის მეგრული ჯიშის ცხენი, რომელსაც არ უშვებენ ორ-კილომეტრიან წრეზე. ეს არის უსამართლობა და მეტი არაფერი მაქვს სათქმელი", _ გვითხრა თეონა ტყებუჩავამ.