საქართველოს სამხედრო გზა დარიალთან, ისევ ჩაიკეტა.
ღამით, იქ, სადაც რამდენიმე ხნის წინ მეწყერი ჩამოწვა, წყალი წამოვიდა და ახალდაგებული გზის 25 მეტრიანი მონაკვეთი დაანგრია.
ამ დროისათვის მოძრაობა შეწყვეტილია გზის ორივე მხარეს. რუსეთისკენ მიმავალი, ან მომავალი მგზავრები, ამ ეტაპზე, გადაადგილება ვერ ახერხებენ.
შემთხვევის ადგილას უკვე მობილიზებულია საქართველოს საგზაო დეპარტამენტის სამშენებლო ბრიგადები.