ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში", წუხელ ღამით, სოფელ შემოქმედში მცხოვრები 37 წლის ქალი, მშობიარობიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სამი შვილის დედაა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" "მედალფას" დირექტორ დავით მდინარაძეს ესაუბრა.
_ მორიგე ექიმი იყო მარინა გორდელაძე, პაციენტი მოიყვანეს ღამით 1 საათზე, იმშობიარა მოყვანიდან სადღაც 10 წუთში, მამრობითი სქესის ცოცხალი დროული ნაყოფით. მშობიარობიდან 2 საათის შემდეგ თქვა ცუდად ვარო და გონება დაკარგა, წნევა დაეცა, იქვე იყო რეანიმატოლოგი, რომელმაც მართვით სუნთქვაზე გადაიყვანა, მაგრამ შედეგი არაფერმა არ გამოიღო. ამჟამად ცხედარი გადატანილია ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზაზე. ნაყოფი ცოცხალია, ჯანმრთელი, 3 კილო და 900 .
_ ბატონო დავით, რა იყო გარდაცვალების მიზეზი?
_ჩვენი ვარაუდია ტრომბულ-ემბოლიური გართულება, ექსპერტიზაზე გადავაგზავნეთ იმიტომ, რომ მოხდება გაკვეთა და მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გვეცოდინება მიზეზი.