საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ხვალ თავისუფლების მოედანზე საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამოვა _ ისინი ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავენ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სარკოზისთან შესახვედრად რეგიონებიდან მოსახლეობის წასვლა იგეგმება და ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობას დავალებული აქვთ, რამდენიმე ათეული ადამიანის ჩაყვანა თბილისში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურში გვითხრეს, რომ თბილისში მოსახლეობის წასვლა მხოლოდ მათი ნება-სურვილით ხდება: _ ვისაც აქვს სურვილი თავისუფლების მოედანზე საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების გამოსვლა ნახონ, შეუძლიათ წავიდნენ. ამისთვის არანაირი თანხა არ არის გამოყოფილი გამგეობიდან და არც ავტობუსები იქნება. თავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე პრეზიდენტების გამოსვლას აუცილებლად დაესწრება, _ გვითხრეს გამგეობის პრესამსახურში.