ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე ამ ეტაპზე მისი მოადგილეების და მრჩევლების დანიშვნას არ ჩქარობს. "გურია ნიუსი" დაინტერესდა თუ რა არის ამის მიზეზი და გამგეობის პრესამსახურიდან ასეთი პასუხი მივიღეთ: – დანიშვნებთან დაკავშირებით წერილობით უნდა მოგვმართოთ.
მოგვიანებით "გურია ნიუსი" გამგებელს ზაზა ურუშაძეს დაუკავშირდა.
_ ამ ეტაპზე არ დამინიშნავს მოადგილეები და როგორც კი ეს მოხდება მედიას აუცილებლად ვეტყვით, _ გვითხრა ურუშაძემ და დანიშვნებთან დაკავშირებით ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან გადაგვამისამართა.
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე მოადგილეების დანიშვნა არ მომხდარა: _ ბრძანება არ არის დაწერილი, ისე ამის შესახებ შეგიძლიათ წერილობით მოგვმართოთ და გიპასუხებთ, – გვითხრა ჩხაიძემ. მისივე თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის მრჩევლად დავით წულაძე დაინიშნა.