იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც შვილები სკოლაში ან საბავშვო ბაღში ჰყავთ, სამსახურში 09:30 წუთზე მისვლა შეეძლებათ:
_ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, საჯარო უწყებებში სამუშაო დრო 09.00 საათიდან იწყება. მთავრობის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეთა დიდ ნაწილს ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები და ამ ბავშვების სკოლებში ან საბავშვო ბაღებში მიყვანა და დატოვება ბუნებრივად გამოიწვევს მათ მიერ ახალი სამუშაო გრაფიკის დარღვევას. ამიტომ, შიდა რეგულაციების საფუძველზე, მოხდა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელთა აღრიცხვა და, შესაბამისად, მათთვის სამუშაო დღე 09:30 საათზე დაიწყება, _ განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის მსგავსად, ყველა სახელმწიფო უწყებას აქვს შესაძლებლობა, შიდა რეგულაციის საფუძველზე, მსგავსი გამონაკლისი დაუშვას საკუთარ თანამშრომლებზე.