დაბა ურეკში, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი – "ჩვენ, მზე და ლურჯი ზღვა" გაიმართა.
ანრი ჯოხაძემ, მაკა ზამბახიძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ და "ქუჩის ბიჭებმა", საათ-ნახევრის განმავლობაში ქართული და უცხოური ჰიტები შეასრულეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ კონცერტის დასასრულს მაყურებელს სიტყვით მიმართა:
"დღევანდელი დღე თავიდან ბოლომდე გეკუთვნოდაT თქვენ. მე გპირდებით, რომ ურეკი ყოველწლიურად გალამაზდება და შეიცვლება უკეთესობისკენ. ჩვენ ერთად ბევრი სასიკეთო და კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია", _ თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.
კონცერტს გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტზე ცნობილი გახდა, რომ 26 სექტემბერს გომისმთაზე ტურიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნება.