დღეს, ბახმაროს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილი, ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია და ტურიზმის დეპარტამენტის შეფი, მაია სიდამონიძე სტუმრობენ.
“გურია ნიუსს” ბახმაროს შეხვედრის გაშუქებაზე უარი უთხრეს _ როგორ გაგვიმარტეს, ამ შეხვედრაზე რეგიონული მედიის დასწრებაზე უარი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს გაზეთს, 2006 წლის შემდეგ, პრეზიდენტთან ახლოს არ უშვებენ, რადგან სწორედ “გურია ნიუსმა” დაუსვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში ვერტმფრენით ჩამოსულ სააკაშვილს მისთვის არასასურველი შეკითხვები _ მაშინ პრეზიდენტს სოფელში მანქანით გასეირნება შევთავაზეთ, რათა უკეთ ენახა ფასადური პოლიტიკის დეტალები _ უგზოობა, უწყლობა, უკიდურესი გაჭირვება.
სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო ბახმაროში ჩვენი არშეშვების მიზეზი _ ნაციონალური არხებისგან განსხვავებით, ჩვენ იმ პრობლემებზე ვისაუბრებდით, რაც ბახმაროს რეალობაში დგას; აუცილებლად ვეტყოდით ხელისუფლებას, რომ მის მიერ არჩეული პოლიტიკით კურორტის განვითარება ბევრ რიგით ჩოხატაურელს დააზარალებდა; ვიკითხავდით, რა გახდა გურიაში გახშირებული კორუფციის მიზეზი და რატომ ისჯებიან ამისთვის მხოლოდ ერთეულები.