(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 7 ოქტომბერს, ჩოხატაურიდან საფრანგეთის პრეზიდენტთან შესახვედრად რამდენიმე ჩინოვნიკი გაემგზავრა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით, მისი დედაქალაქში წასვლის მიზეზი, მხოლოდ სარკოზის სტუმრობა არ ყოფილა:
_ სხვა საქმეებიც მაქვს, თუმცა, პრეზიდენტთან შეხვედრაზეც მივდივარ, _ გვითხრა ხუნდაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა იმედაშვილის თქმით, სარკოზთან შეხვედრის მსურველი ჩინოვნიკების მგზავრობა ბიუჯეტს არ დაუფინანსებია.