(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ წარმატებული სტარტის შემდეგ გურულმა კლუბებმა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში მარცხი განიცადეს. აქამდე 7 ტურის მანძილზე “გურიასა” და “მერცხალს” ერთხელაც არ წაეგოთ და თავიანთ ზონებში მეორე ადგილზე იმყოფებოდნენ. ორივე მათგანს გასვლითი მატჩი ჰქონდათ ზონის ლიდერებთან _ გუნდებთან, რომლებიც უმაღლეს ლიგაში გადასვლის მთავარი ფავორიტები არიან!
საჩხერის “ჩიხურამ” მასავით უმაღლეს ლიგაში დაწინაურების მოსურნე ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 2:1 მოუგო.
რაც შეეხება “მერცხალს”, ჩვენებურები ბათუმში “დინამოს” ესტუმრნენ და დიდი ანგარიშით (0:3) მარცხი განიცადეს. ამ წაგებით ოზურგეთელები მესამე-მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ, ხოლო “გურიამ”, წაგების მიუხედავად, ზონაში მეორე ადგილი შეინარჩუნა.