"ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე“ _ ამ წუთებში, UNICEF ორგანიზებით, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში“ იმართება საინფორმაციო შეხვედრა ჟურნალისტებისათვის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად.
"ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე", განსაკუთრებით ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვზე ინიციატივის ძირითადი მიზანია, შეიქმნას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, თემზე დაფუძნებული მექანიზმი ყველაზე დაუცველი ბავშვების ჰარმონიული და სოციალური ინტეგრაციისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობენ, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, შსს-ს პროექტების მართვის სამმართველო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სამინისტრო.