კომპანია "ჯეოსელი" მომხმარებელს მოსალოდნელი ტექნიკური შეფერხების შესახებ აფრთხილებს:
_ ჯეოსელში ტექნიკური ბაზის გადახალისების პროცესი მიმდინარეობს, რაც განაპირობა მობილურ ინტერნეტზე და მასთან ასოცირებული სერვისების მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ. ამასთან დაკავშირებით, 21 სექტემბერს კომპანიაში ჩატარდება ტექნიკური მოდერნიზაციის გეგმიური სამუშაოები, რამაც შესაძლებელია ქსელში გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს. ჩვენ ვეცდებით აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები მაქსიმალურად მცირე დროში განვახორციელოთ, რაც მომავალში საშუალებას მოგვცემს ჩვენს აბონენტებს უფრო დახვეწილი და თანამედროვე სერვისები შევთავაზოთ, _ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.