ამ წუთებში, გურიაში, გადაუღებლად წვიმს. წვიმის შედეგად დატბორილია გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის ცენტრალური გზა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში და ცრემლისხიდში. ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში.
ნაბეღლავის ქარხანასთან მისასვლელი გზა სტიქიის შედეგად დატბორილია. მთიდან გადმოსულმა წყალმა ისევ ჩახერგა ნაბეღლავის ქარხანასთან მისასვლელი გზა.
აღსანიშნავია, რომ ნაბეღლავში სტიქია გასულ თვეშიც იყო, რის შედეგადაც ნაბეღლავის ქარხანას მილიონამდე ლარის ზარალი მიადგა და დააზიანა სოფლის ინფრასტრუქტურა.
ამ ეტაპზე უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. თუმცა შესაბამისი სამსახურები ოზურგეთსა და ჩოხატაურში შემთხვევი ადგილებზე მუშაობენ.
"გურია ნიუსის" გადამღები ჯგუფები ამ წუთებში ადგილებზე არიან გასულები, თუმცა იმის გამო, რომ ელექტროენერგიისა და ინტერნეტის მიწოდება რეგიონში შეფერხებით ხდება, ფოტო-ვიდეო მასალის მოწოდებაზე გამოცემას პრობლემები ექმნება.
(ფოტო არქივიდან)