ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში, სტიქია მძვინვარებს. ადიდებულმა გუბაზეულმა ხეობა მთლიანად დატბორა.
დატბორილია მშენებარე ჰიდროელექტროსადგური. წყლითაა დაფარული ავტომანქანები, ტრაქტორები.
მთიდან "მდინარეები" მოდის.
რამდენიმე ადგილას ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილია მეწყერი.
"გურია ნიუსის" ჯგუფი ადგილზე მუშაობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.