გუშინ, სოფელ შემოქმედში მომხდარი წყალდიდობის გამო, სასწავლო პროცესი შეჩერდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემოქმედის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში შემოქმედის საჯარო სკოლის ეზო იწმინდება.
გაწმენდითი სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის მონაწილეობითა და დავალებით მიმდინარეობს.