https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მინისტრების და მათი მოადგილეების საბანკო სესხები

17:09; 25.09.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ კვლევას აქვეყნებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ რეგულარულად იკვლევს სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივ მდგომარეობას და თვალს ადევნებს ცვლილებებს მათ შემოსავლებსა და ხარჯებში. ამჯერად, ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მინისტრებისა და მათი მოადგილეების მიერ აღებული საბანკო სესხების შესახებ.

აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თანამდებობის პირმა, თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე ბანკიდან დიდი ოდენობის სესხი გამოიტანა. ამასთან, რიგ შემთხვევაში, სესხების ასანაზღაურებლად საჭირო თანხა თანამდებობის პირების კანონით დადგენილი ხელფასის ნახევარზე მეტს შეადგენს, ზოგ შემთხვევაში კი აღემატება კიდეც.

მინისტრების ხელზე ასაღები ყოველთვიური შემოსავალი, დანამატის ჩათვლით, 5 000 ლარია.პარლამენტი ამჟამად განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მინისტრებს პრემიების აღება აეკრძალებათ. მინისტრის პირველი მოადგილე ხელფასის სახით 2,950 ლარს იღებს, მინისტრის მოადგილე კი – 2,720 ლარს, თუმცა, ამ ანაზღაურებას, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა პრემიები დაემატოს. ზოგიერთ შემთხვევაში, დეკლარაციებში არ არის მითითებული, თუ ყოველთვიურად რა თანხის გადახდა უწევს თანამდებობის პირს სესხის გასასტუმრებლად. ეს შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ გადახდა არ განხორციელდა იმ პერიოდში, რომელსაც დეკლარაცია მოიცავს, ან წლის განმავლობაში გადასახდელი თანხა არ აღემატებოდა 3 000 ლარს. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ ინფორმაცია ბანკების ვებგვერდებზე განთავსებული სესხების კალკულატორისგან მივიღეთ, შესაბამისად, ეს მონაცემები მიახლოებითია.

ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრი

ოთარ დანელია 2014 წლის აპრილში მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად – 2014 წლის ზაფხულში. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე დანელიას ორი ქონებრივი დეკლარაციაა ხელმისაწვდომი: ერთი 2013 წლის მაისშია შევსებული, მეორე კი – 2014 წლის ივნისში.

2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში, დანელიას 200 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს მითითებული, რომელიც მან 2014 წლის მარტში აიღო. გარდა ამისა, მინისტრს ჯამში სხვადასხვა პერიოდში 70 000 აშშ დოლარისა და 42 500 ლარის ოდენობის სესხები აქვს აღებული. იმავე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრისა და მისი მეუღლის შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან წინა წლის (2013) განმავლობაში სულ დაახლოებით 120 000 ლარი იყო, ანუ, თვეში დაახლოებით 10 000 ლარი. დეკლარაციაში არ არის მითითებული დანელიას შემოსავალი მინისტრის ან მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან, რადგან დეკლარაცია მის ამ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდებს არ მოიცავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანიშვნამდე დანელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო და 2013 წელს მისი ანაზღაურება ამ თანამდებობაზე 81 070 ლარი იყო. დანელია ოთხი სხვადასხვა კომპანიის მეწილეა, თუმცა სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი დეკლარირებული არ აქვს. მისი დეკლარირებული დანაზოგი შეადგენს ნაღდ ფულს 7000 აშშ დოლარისა და 4000 ლარის ოდენობით და დაახლოებით 6,500 აშშ დოლარი და 1,500 ლარის ოდენობის თანხას საბანკო ანგარიშებზე.

მინისტრის ქონებას 2014 წელს თბილისში თაბუკაშვილის ქუჩაზე 161.84 კვ.მ. ფართობის ბინა, დაბა შინდისში 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და 265 კვ.მ. ფართობის მშენებარე სახლი შეემატა.

"ბანკ რესპუბლიკის” ვებგვერდზე განთავსებული სესხების კალკულატორის მიხედვით, მხოლოდ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხზე მინისტრს თვეში დაახლოებით 2 000 აშშ დოლარის (დაახლოებით 3,450 ლარის) გადახდა უწევს, რაც მისი ყოველთვიური ხელფასის 69%-ია.

გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებს. 2012 წლის ნოემბრიდან მას ბანკ "ქართუში” 120 000 აშშ დოლარის სესხი აქვს დამტკიცებული. იმავე წელს მინისტრმა 155 000 ლარის და 55,000 აშშ დოლარის შემოსავალი უძრავი ქონების გაყიდვიდან მიიღო. 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, წინა (2012) წლის შემოსავლად კვირიკაშვილს 34 709 ლარი აქვს მითითებული, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლო ორ თვეზე ნაწილდება, რადგანაც კვირიკაშვილი 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაინიშნა თანამდებობაზე. ამას გარდა, მინისტრს დეკლარირებული აქვს 9300 ლარი ნაღდი ფული და 3700 ლარი ნაშთი საბანკო ანგარიშზე.

სესხის გადასახდელად მინისტრს 1 586 აშშ დოლარი (დაახლოებით 2 800 ლარი) აქვს მითითებული, რაც მისი ყოველთვიური ანაზღაურების 56%-ია.

ალექსანდრე ჭიკაიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი

ალექსანდრე ჭიკაიძე 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან შინაგან საქმეთა მინისტრია. იმავე თვიდან საქართველოს ბანკში მას 140 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვსრეგისტრირებული. "საქართველოს ბანკის” სესხების კალკულატორის მიხედვით, მინისტრს თვეში დაახლოებით 1 700 აშშ დოლარის (დაახლოებით 2 600 ლარი) გადახდა უწევს სესხის დასაფარად, ანუ ხელფასის 52%-ის. 2014 წლის ქონებრივ დეკლარაციაში, მისი წინა წლის (2013) შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან დაახლოებით 67 000 ლარი იყო, რაც თვეში 5 580 ლარია.

ჭიკაიძემ 2013 წლის ნოემბერშივე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 293 კვ.მ. ფართობის მშენებარე ბინა 169 000 აშშ დოლარად შეიძინა.

სოზარ სუბარი, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

სოზარ სუბარი 2012 წლის ოქტომბრიდან სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, 2014 წლის ივლისიდან კი იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრია.

2013 წლის მარტში სუბარმა "ქართუ ბანკში“ 140 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხიაიღო და თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე 187 კვ.მ. ფართობის ბინა 190 000 აშშ დოლარად შეიძინა, რომლის მესაკუთრედაც სუბარის მეუღლეა მითითებული.

მსგავსი ოდენობის სესხზე გადასახადი თვეში დაახლოებით 1 700 აშშ დოლარი (დაახლოებით 2 600 ლარი) უნდა იყოს, ანუ მინისტრის ყოველთვიური ხელფასის 52%. წინა წლის (2012) შემოსავლებში სუბარს და მის მეუღლეს ჯამში 30 527 ლარი აქვთ მითითებული, რაც საშუალოდ, თვეში, 2 543 ლარია. ამას გარდა, მინისტრს და მის მეუღლეს საბანკო ანგარიშებზე 7 200 ლარი და 600 აშშ დოლარი აქვთ დეკლარირებული.

დიმიტრი მახათაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

დიმიტრი მახათაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2013 წლის მაისში დაინიშნა. იქამდე, იგი შპს "მედი ქლაბ ჯორჯიას“ მეწილე და დირექტორი იყო. ქონებრივ დეკლარაციაში მახათაძეს 315 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი აქვს მითითებული, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს. როგორც შპს "მედი ქლაბ ჯორჯიას“ დირექტორსა და პარტნიორს, მახათაძეს 2013 წლის და 2014 წლის დეკლარაციებში დაახლოებით 240 000 ლარის შემოსავალი აქვს დეკლარირებული (ეს შემოსავლები მან 2012 და 2013 წლებში მიიღო), როგორც მინისტრის მოადგილეს კი 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით – 45 595 ლარი (ეს 2013 წლის მანძილზე მიღებული შემოსავალია). მას და მის მეუღლეს ასევე დეკლარირებული აქვთ ნაღდი ფული – 7 500 აშშ დოლარი, 5 000 ლარი და 8 000 ევრო, ასევე, დაახლოებით 2 000 ლარი ნაღდი ფული.

წლის განმავლობაში, სესხის გასავლად მახათაძეს 21 584 აშშ დოლარი აქვს მითითებული, რაც თვეში დაახლოებით 1,798 (დაახლოებით 3,150 ლარი) აშშ დოლარია, რაც მისი ოფიციალური ანაზღაურების 106%-ია.

 დავით ხუციშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ხუციშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 2013 წლის ნოემბრიდანაა. მის მიერ 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში 190 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხია მითითებული, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს. სესხის წლიურ გასავლად კი 33 189 აშშ დოლარია (თვეში დაახლოებით 4 800 ლარი) მითითებული. ეს თანხა მინისტრის მოადგილის ოფიციალური ყოველთვიური ანაზღაურების 175%-ია.

მას და მის მეუღლეს წინა წლის შემოსავლებში სხვადასხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან დაახლოებით 111 000 ლარი აქვთ მიღებული. ხუციშვილის დეკლარაცია არ ასახავს მისი, როგორც მინისტრის მოადგილის შემოსავლებს, რადგან დეკლარაცია მის დანიშვნამდე პერიოდს მოიცავს. მინისტრს და მის მეუღლეს ასევე დეკლარირებული აქვთ თანხა საბანკო ანგარიშებზე – 18,296 ევრო.

ზურაბ აზმაიფარაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე

ზურაბ აზმაიფარაშვილი მინისტრის მოადგილე 2012 წლის ნოემბრიდანაა. 2013 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2013 წლის აგვისტოდან მის სახელზე 275 000 ლარის სესხია რეგისტრირებული. იმავე დეკლარაციაში, გასული წლის შემოსავლებში მას დაახლოებით 38 000 ლარი აქვს დეკლარირებული. აზმაიფარაშვილს და მის მეუღლეს თანეხბი საბანკო ანგარიშებზეც აქვთ დეკლარირებული – დაახლოებით 32 000 ლარი, 17 380 აშშ დოლარი, 8 057 ევრო და 40 000 სინგაპურული დოლარი (დაახლოებით 32 000 აშშ დოლარი.)

"თი-ბი-სი ბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული კალკულატორის თანახმად, მსგავსი ოდენობის სესხზე ყოველთიური გადასახდელი დაახლოებით 3 500 ლარია, რაც აზმაიფარაშვილის ყოველთიური ხელფასის 118%-ია.

მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით, მიხეილ ჯანელიძე 2011 წლის ბოლოდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა. 2012 წელს მას დეკლარაცია შევსებული აქვს, როგორც მინისტრის ყოფილ მოადგილეს, 2013 წელს კი – როგორც მოქმედს.

2013 წლის ნოემბრიდან ჯანელიძის სახელზე 260 000 ლარის და 28 600 აშშ დოლარის ოდენობის სესხებია რეგისტრირებული. იმავე დეკლარაციაში ჯანელიძეს და მის მეუღლეს, მეუღლის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, ჯამში დააახლოებით 147 000 ლარის შემოსავალი აქვს დეკლარირებული. მათ საბანკო ანგარიშებზე კი დეკლარირებულია დაახლოებით 7 000 აშშ დოლარი და 47 000 ლარი.

260 000 ლარის ოდენობის სესხზე ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით თვეში 2 600 ლარია, რაც მინისტრის მოადგილის ხელფასის 95%-ია.

დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

დავით გალეგაშვილი 2012 წლის ნოემბრიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა. მისი2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გალეგაშვილზე ჯამში 164 000 აშშ დოლარის ღირებულების სესხია რეგისტრირებული, მის მეუღლეზე კი ჯამში 195 000 აშშ დოლარი. ყველა ეს სესხი გალეგაშვილი თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2010 და 2012 წლებშია აღებული. ამ სესხების გასავალი, დეკლარაციების მიხედვით, ჯამში წელიწადში დაახლოებით 63,000 აშშ დოლარია. ეს თვეში დაახლოებით 9,185 ლარია, რაც მინისტრის მოადგილის ყოველთვიურ ხელფასს სამჯერ აღემატება (337%).

იმავე წლის დეკლარაციაში, გალეგაშვილს, როგორც მინისტრის მოადგილეს წლის მანძილზე 62 288 ლარი აქვს მიღებული. მას 127 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულიც აქვს დეკლარირებული, საბანკო ანგარიშებზე კი დაახლოებით 6 000 აშშ დოლარი და 5 500 ლარი.

2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, გალეგაშვილს სამეწარმეო საქმიანობიდან 130 000 ლარის შემოსავალი აქვს მითითებული, 2014 წლის დეკლარაციაში კი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მას მითითებული აღარ აქვს.  გალეგაშვილი ორი კომპანიის – შპს "კომპანია კ 2”-ის და შპს "ჰერიოს” მეწილეა", _ აღნიშნულია კვლევაში.

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სოფელ შემოქმედს დღეს შს მინისტრის მოადგილე და ინფრასტრუქტურის მინისტრი სტუმრობდა

"აჭარასა და გურიაში სტიქიით მიყენებულ ზიანს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს"

ყველა სიახლე

სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27.02.2026
ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27.02.2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო