ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, კახა ასკურავას, ამავე საკრებულოს დეპუტატის, რომან ბიწაძისა და ლანჩხუთში მცხოვრები, ლილი ებრალიძის საქმეს ნაფიცმსაჯულები განიხილავენ.
ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად კახა ასკურავამ გაავრცელა. პირველი სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 20 ოქტომბერს დაიწყება.
„პირდაპირ გეტყვით სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ვინაიდაბ ამ საქმეში თავს ვთლი თავიდან ბოლომდე უდანაშაულოდ, ვფიქრობ, ნაფიცმსაჯულებს არ გაუჭირდებათ ჩემი სიმართლის დანახვა და მერე დამტკიცება. ეს ინსტიტუტი სწორედ მაგისთვის არსებობს.
ასე რომ, დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობის საბოლოოდ დამტკიცებაში. ისინიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და ისინიც შესაძლოა გახდნენ მსგავსი პროვოკაციის მსხვერპლნი.
აქვე დავამატებ, რომ პროკურატურა ამის წინააღმდეგი იყო, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა“, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს კახა ასკურავამ.
კახა ასკურავას ბრალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, რომან ბიწაძისა და ლანჩხუთში ადგილობრივი მცხოვრებ ლილი ებრალიძის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ედება.