(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 10 ოქტომბერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ოზურგეთს სტუმრობდა და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად ირინა ინარიძე ოფიციალურად წარადგინა.
თავდაპირველად, მინისტრის მოადგილემ მშობლიურ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლაში კაბინეტი გახსნა, რომელიც აღჭურვილია 11 უახლესი ტიპის კომპიუტერით და რომლის მოწყობა 18 000 ლარი დაჯდა.
შემდეგ, სურგულაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლაში ის ბავშვები დააჯილდოვა, რომლებმაც სწავლების მეორე საფეხური წარმატებით დაამთავრეს _ ოზურგეთიდან 11 მოსწავლე, ხოლო ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან _ 5-5 მოსწავლე.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოადგილის სტუმრობას ჟურნალისტები არ დასწრებიან.