გურიაში ისევ გადაუღებლად წვიმს. მდგომარეობა მეტად მძიმეა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში პატარა ღელე ისე ადიდდა, რომ 5 ოჯახს საფრთხე შეუქმნა; სოფელ ზომლეთში ევაკუირებულია წითლიძეების ოჯახი.
მდინარეები ეზოებში შესული, დახოცილია შინაური ცხოველები და ფრინველები.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა, თუმცა, კოკისპირული წვიმის გამო, ყველგან გასვლა ვერ ხერხდება და ჯგუფები წვიმის გადაღებას ელოდებიან.