გურიაში სტიქიას ებრძვიან. გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულია მდინარეები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გზები, საყანე ფართობები, დაზიანებულია მილხიდები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში, წითლიძეების საკარმიდამო ნაკვეთში მეწყერი ჩამოწვა. ოჯახი უკვე ევაკუირებულია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა ოჯახებსაც შეექმნათ პრობლემები, რადგან ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონას წარმოდგენს.
ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი სტიქიის ზონიდან