ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, სოფელ ვაკიჯვარში იმყოფება.
ბორის სიამაშვილის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა.
"როგორც კი გავიგეთ ამის შესახებ, ავედით და ვნახეთ თუ რა მდგომარეობა იყო ბორის სიამაშვილის სახლში. პირველ რიგში მოხდება აქ მცხოვრები ადამიანების დაბინავება. აუცილებლად მოვიყვანთ სპეციალისტებს და თუ რაიმე ტიპის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება შეიძლება, ჩავატარებთ", _ თქვა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.
მისივე თქმით, თუ არ მოხერხდა გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, მაშინ სიამაშვილის ოჯახს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს შესთავაზებენ.