ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, მეწყერი ორ ადგილას ჩამოწვა.
"ორ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ჩამოწვა მეწყერი. უკვე იწყება გამაგრებითი სამუშაოები. ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება", _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ კონჭკათში, აკაკი ჩანჩიბაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეწყერი ჩამოწვა სოფელ ვაკიჯვარშიც, რომლის შესახებ "გურია ნიუსი" უკვე წერდა.