https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როდის არ შეასრულა პირველად ივანიშვილმა “ნაციონალური პროექტი”

18:10; 12.10.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მთავარ პოლიტელიტასთან ერთად, რეგიონებიდან ყველაზე რთულ მდგომარეობაში გურიის ხელისუფლება აღმოჩნდა _ ივანიშვილი წელიწადის დიდ ნაწილს სწორედ ამ რეგიონში, შეკვეთილში მდებარე საკუთარ მამულში ატარებს. გურულ ჩინოსნებს ადამიანურადაც უნდა გაუჭირდეთ ბიზნესმენს დაუპირისპირდნენ, რადგან სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ივანიშვილი გურიაში არაერთ პროექტს აფინანსებდა, მის სახელთან არის დაკავშირებული ბევრი ობიექტის მშენებლობა _ მაგალითად, მან დააფინანსა ურეკის კულტურის სახლის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი ვერ მოახერხა, რომ წვიმების დროს გზაზე წყალი არ დადგეს და უფრო ელემენტარულსაც ვერ მოაბა თავი _ რეგიონის მთავარ საკურორტო ადგილზე ჩასულ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ელემენტარული პირობები არ აქვთ, საკუთარი ოთახიც კი არ გააჩნიათ და დაბის რწმუნებულმა შეიფარა სამადლოდ. სამაგიეროდ, ივანიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საკურორტო ზონაში სამედიცინო ცენტრის არსებობა, სადაც მრავალმა ადამიანმა უფასოდ გაიარა გამოკვლევები. სწორედ ივანიშვილი აფინანსებდა ოზურგეთის დასუფთავების სამსახურს და როგორც ამბობენ, იმ პერიოდში მას სერიოზულ ფულს “უტეხდნენ”.

ჩვენ აღარ ჩამოვთვლით ივანიშვილის დაფინანსებით მოწყობილ ღონისძიებებს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რემონტს, უბრალოდ, ერთ ფაქტზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რამაც პირველი ბზარი გააჩინა ბიზნესმენსა და ხელისუფლებას შორის. მანამდე იმას გეტყვით, რომ ყველასგან მიტოვებულ გურიას, ივანიშვილი სერიოზულად ეხმარებოდა და აქაურ ჩინოსნებს მის საწინააღმდეგოდ ენა არ უნდა მოუბრუნდეთ. თუმცა, პრინციპით _ “თუ კი პარტია მიბრძანებს ამას”, ქველმოქმედი და მეცენატი ივანიშვილი გურული ჩინოსნებისთვის უცებ იქცა “ვიღაც ბიძინა ივანაშვილად” და უცებ დაივიწყეს მის მიერ გაკეთებული სიკეთეები. რა თქმა უნდა, არც გურულ პოლიტელიტას გახსენებია თავის დროზე, როცა ივანიშვილი პროექტებს აფინანსებდა, რომ ბიზნესმენს, თურმე, “რუსული წარმოშობის” ფული ჰქონდა.

ახლა კი იმ ფაქტის შესახებ, თუ როდის გავრცელდა პირველად ხმა, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის უსიამოვნება მოხდა _ საქმე შეკვეთილში ბიზნესმენის მიერ გაშენებულ ატრაქციონებს ეხება. მაშინ ითქვა, რომ ივანიშვილმა საწყის ეტაპზე 120 მილიონი დოლარი დახარჯა. მალევე “ციცინათელას” კომპლექსი მან სახელმწიფოს აჩუქა. გახსნის დღეს არავის უხსენებია ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის პრეზიდენტსაც, თუმცა, სააკაშვილმა მინიშნება კი გააკეთა, რომ ეს გააკეთა ადამიანმა, რომელსაც გამოჩენა არ სურსო. იმ დღეს მან ივანიშვილის ფულით სერიოზული პიარი გაიკეთა და იმდენად შევიდა როლებში, რომ ტრაბახობდა, ასეთი ატრაქციონები მოსკოვში, პარიზსა და რომშიც კი არ აქვთო! სამაგიეროდ, გურულები გაანაწყენა პრეზიდენტმა, რადგან შეკვეთილის ტერიტორია, რომელიც გურიის რეგიონს ეკუთვნის, აჭარას “მიაკუთვნა”. მაშინ “ეს ამბავი” ერთხმად “აიტაცეს” ნაცტელევიზიებმა და მხოლოდ ჩვენ ვამხილეთ “პრეზიდენტის შეცდომა”, რომელიც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ წინასწარგამიზნული იყო. გამორიცხულია, პრეზიდენტს არ სცოდნოდა, რომ ჩოლოქამდე ტერიტორია გურიისაა; დამაინტრიგებელი იყო ისიც, რომ ამ რეგიონის პირველკაცის (მაშინ გუბერნატორი ალეკო ცინცაძე გახლდათ) ნაცვლად, სააკაშვილს “ციცინათელას” გახსნაზე ფეხდაფეხ აჭარის ლიდერი ლევან ვარშალომიძე დაყვებოდა. მოგვიანებით, ოზურგეთის საკრებულო “აპირებდა”, “ნებაყოფლობით” დაეთმო ჰექტრობით ტერიტორია ქობულეთისთვის. სავარაუდოდ, იგივე ბედი ივანიშვილის ატრაქციონებსაც ელოდა. ამის გამო, ბიზნესმენი განაწყენებულა, მაგრამ არა ისე, რომ “ნაციონალურ მთავრობას” დაპირისპირებოდა.

თუმცა, ატრაქციონების თემა მაინც გამხდარა ხელისუფლებისა და ივანიშვილის დაპირისპირების მიზეზი. საქმე იმაშია, რომ, წყაროს თქმით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ატრაქციონები სახელმწიფოს აჩუქა, საქმეში კახა ბენდუქიძე ჩართულა. სხვათა შორის, “გაყიდვების” მინისტრყოფილს ივანიშვილი საკუთარ განცხადებაში სხვა კონტექსტში ადანაშაულებს: “_ 2004 წლიდან მოყოლებული, რამდენჯერმე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. ერთადერთი საკითხი, რომელიც სამჯერ წამოვწიე მასთან საუბარში, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი იყო. ჩემი აზრით, ეს პროექტი სწრაფ განხილვას მოითხოვდა და დასაწყისისთვის ერთი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას საჭიროებდა. რამდენადაც ვიცოდი, რომ ქვეყნის ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა არ გააჩნდა და მიხეილ სააკაშვილს ამ პროექტის სრული დაფინანსება მე შევთავაზე. პასუხი მხოლოდ საკითხის მესამედ წამოწევის შემდეგ მივიღე. სააკაშვილს, როგორც მან თვითონ აღნიშნა, ბენდუქიძესთან გასაუბრების შემდეგ, მიაჩნდა, რომ ეს პროექტი რთული გასახორციელებელი იქნებოდა, რადგან კორუფციას გამოიწვევდა”, _ ამბობს ივანიშვილი.

მას შემდეგ, რაც “ციცინათელა” “პატრონს ჩაბარდა”, როგორც ამბობენ, სახელმწიფომ (ბენდუქიძემ) ხარჯიანი გასართობი ცენტრის გასხვისება გადაწყვიტა. არ დაგვავიწყდეს, რომ საწყის წელს ხარჯების დაფარვას თავის თავზე ივანიშვილი იღებდა, თან ატრაქციონები უფასო გახლდათ. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ “ხელები დაიბანა”, ატრაქციონები ფასიანი და საკმაოდ ძვირადღირებულიც გახდა.

მოკლედ, ატრაქციონების გაყიდვა ივანიშვილს დაენანა, თან სახელმწიფომ მყიდველიც ვერ ნახა და არსებულ ვითარებაში ორივე მხარისთვის “მისაღები ვარიანტი” გამოინახა _ ატრაქციონები გადაეცა იჯარით ფირმა “ატუს”, რომლის უკანაც სწორედ ივანიშვილს მოიაზრებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტიც გახდებოდა მისი განაწყენების მიზეზი, თუმცა, ბიზნესმენი დღემდე დოტაციას უწევს გასართობ ცენტრს. ზუსტ ციფრებს ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ მიხო სვიმონიშვილის გუბერნატორობისას ითქვა, რომ ხარჯი 8 მილიონი იყო, აქედან, ბილეთებიდან შემოსავალი მხოლოდ 1 მილიონი გახლდათ, ხოლო 7 მილიონის დოტაციას ბიზნესმენი ახდენდა.

როგორც ივანიშვილი ამბობს, ის ხელისუფლებას 2008 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ დაუპირისპირდა: “_ 2008 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, მე მივიღე გადაწყვეტილება, დახმარება გამეწია ოპოზიციური ძალებისთვის და სწორი არჩევნის გასაკეთებლად სერიოზულ დაკვირვებას ვაწარმოებდი, თუ ვის და როდის დავხმარებოდი”, _ ამბობს ბიზნესმენი და მისი განცხადება სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს.

ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური ინფორმაცია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, რომელიც აქამდე არ გახმაურებულა და ჩვენი მკითხველი პირველად გაიგებს (არ ვგულისხმობთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მაშინდელ დროს “ნაციონალური აფიორა”, სინამდვილეში კი ივანიშვილის მიერ მმართველი გუნდისთვის დადებული კვანტი საკუთარ თავზე გამოსცადეს). საქმე შემდეგშია: 2008 წლის არჩევნების წინ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკმაოდ სქელი ბუკლეტი გამოუშვა, რა თქმა უნდა, ბევრი პიარით, გაუკეთებელი საქმეების გაკეთებულად წარმოჩენის და ზოგი გაკეთებულის “გაჯაზებით”, ბევრი შეუსრულებელი თუ ბუკლეტის გამოშვებისთანავე “მკვდრადშობილი” დაპირებით. ყველაზე მიმზიდველი გახლდათ ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნებული ე. წ. “ტალონი”, რომელიც უფლებას აძლევდა მის მფლობელს (დედას, მამასა და შვილებს) ატრაქციონით სარგებლობისას უფასო სადილი მიეღო!

ვერ გეტყვით, ეს შეთანხმებული იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან. აქ ორი ვერსიაა, ან შეთანხმებული იყო და ივანიშვილმა ნაარჩევნებს, დაინახა რა, რომ ის ხელისუფლებამ გააყალბა, უარი თქვა “ნაციონალური დავალების” შესრულებაზე, ან ის ფაქტის წინაშე დააყენეს და ბიზნესმენმა “ნაციონალური შეკვეთა” არ მიიღო. ფაქტია, რომ ტალონმა არ იმუშავა და მმართველ პარტიას პიარი არათუ ჩაუვარდა, “ციცინათელას” სტუმრების დიდი გულისწყრომაც დაიმსახურა.

მანამდე ბიზნესმენს კიდევ ერთი “შეტაკება” ჰქონდა ხელისუფლებასთან, კერძოდ კი, სამართალდაცველებთან. ეს ფაქტი ასევე ექსკლუზიურად შევიტყვეთ და მაშინ არავის სჯეროდა, რომ ბიზნესმენსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება თუ შეიძლებოდა ყოფილიყო, დღეს კი ინტერესმოკლებული არ იქნება გაგახსენოთ: მაღალჩინოსანი ძალოვნები ერთ-ერთ ატრაქციონთან (თუ სწორად გვახსოვს “კამიკაძესთან”) მისულან და უკვე მომუშავე კარუსელის გაჩერება და მათი თანმხლების ჩასმა მოუთხოვიათ. ატრაქციონის ოპერატორს კულტურულად აუხსნია, ეს შეუძლებელიაო, რასაც მისი სასტიკი ცემა მოჰყვა _ ორმა დაიჭირა და მესამემ ცხვირპირში მუშტები ურტყა, უარს როგორ გვიბედავო. ის ბიჭი სასწრაფომ წაიყვანა, ატრაქციონის დაცვა კი შეშინებულა და თავდამსხმელებისთვის არაფერი უთქვამს. ეს ფაქტი ბიზნესმენმა ნაწილობრივ გადაყლაპა, თუმცა, ძალოვნების მიერ ოპერატორის სამსახურიდან გაგდების მოთხოვნა არ შეასრულა და იგი სამსახურში დააბრუნა.

როგორც ვთქვით, მილიარდერი უმეტესად შეკვეთილში ცხოვრობს, წლების მანძილზე ჰქონდა ბიზნესი გურიაში, აფინანსებდა რიგ პროექტებს. იმის გასარკვევად, თუ რამდენად “დაარტყამს” გურიის ეკონომიკას ივანიშვილის ოპოზიციაში წასვლა, გურიის გუბერნატორს, ვალერი ჩიტაიშვილს დავუკავშირდით:

_ ბატონო ვალერი, აფინანსებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი გურიაში რაიმე პროექტს?

_ არა, არა…

_ შეკვეთილის ატრაქციონებთან დაკავშირებით რა ხდება?

_ არა, მანდ როგორ არის, იცით? გაცემულია იჯარით ფირმა “ატუზე”, ატრაქციონებს აქვს შემოსავალი…

_ ანუ იმის თქმა გინდათ, რომ ეს ატრაქციონი სახელმწიფოსი არ არის?

_ იცით, მე ვერ გეტყვით ზუსტ დეტალებს და ჯობს, საჯარო რეესტრში გაარკვიოთ მფლობელის ვინაობა.

რას ფიქრობს ამავე საკითხზე და ზოგადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლაზე ოპოზიცია, კომენტარი გურულ ოპოზიციონერს, ლელა ნაცვალაძეს ვთხოვეთ: _ მე ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო “ვარდების რევოლუციაში”. მართალია, მიშა სააკაშვილის ფავორიტი არასდროს ვყოფილვარ, ზურა ჟვანიას თანაგუნდელი ვიყავი, მაგრამ თავს დამნაშავედ მაინც ვთვლი, “მიშას სენით” რომ დაავადდა საქართველო. შემდეგ გამოვიარეთ 7 ნოემბერი და ვაპატიეთ; ტერიტორიები დაგვაკარგვინა და ისიც ვაპატიეთ,; 26 მაისს, “ბართლომეს ღამე” მოგვიწყო, დაგვიხოცა მოხუცი თუ ახალგაზრდა ქალი თუ ბავშვი და ესეც ვაპატიეთ; ენასა და სარწმუნოებას გვართმევს და იმასაც ვპატიობთ. ხალხში შიშმა და უნდობლობამ დაისადგურა, ძმა ძმას მტრობს და მეზობელი _ მეზობელს. მომავლის იმედი არასდროს დამიკარგავს, მაგრამ ადამიანების დარწმუნება უკვე მიძნელდებოდა და აი, ამ დროს გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომლის გამოჩენამაც უცებ შეცვალა ბოლოდროინდელი პესიმიზმი _ საზოგადოება მას იმედის თვალით შესცქერის, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ვთვლი, რომ ბატონი ბიძინასნაირმა ქველმოქმედმა ადამიანებმა უნდა აკეთონ პოლიტიკა. მე გავეცანი მის განცხადებას და დარწმუნებული ვარ, მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზანი საქართველოს კეთილდღეობაა _ ამბობს ოპოზიციონერი და იქვე ამატებს: _ როგორც იცით, ურეკში არსებული პოლიკლინიკა, რომელშიც დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის აპარატურა, უსასყიდლოდ ემსახურება, როგორც გურულ, ასევე, სხვა რაიონის მკვიდრ პაციენტებს. ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება არა ერთი საქველმოქმედო პროექტი, ამიტომ ვთვლი, რომ იგი არა მარტო გურიის ეკონომიკის, არამედ მთელი საქართველოს ეკონომიკის ასაღორძინებლად არის მზად, იმათგან განსხვავებით, ვინც “პოტიომკინის” სოფლებს აგებს და ქართულ საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბიზნესმენის შემთხვევაში, იქნება წინააღმდეგობები ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მჯერა, რომ ბატონი ბიძინა ამისთვისაც მზად იქნება!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ირაკლი ალასანია ოზურგეთის წყალმომარაგების საკითხის სერიოზულ გამოძიებას ითხოვს

გურიაში _ სპეცრაზმი

ყველა სიახლე

საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6.12.2025
პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6.12.2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6.12.2025
საზოგადოება

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:29; 6.12.2025
საზოგადოება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო – კობახიძე

9:59; 6.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო