სამ ოქტომბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში მოეწყო შემოქმედებითი-საქველმოქმედო საღამო "ქვიშის პოეტები".
საღამოს მიზანი ლანჩხუთელი პოეტის, რეჟისორის და შემოქმედის გია ქურიძის, დახმარება იყო, რომელიც ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, მუდმივ მკურნალობას საჭიროებს.
საქველმოქმედო საღამოს ესწრებოდნენ ლანჩხუთელი პოეტები, პოეზიის მოყვარულები და გია ქურიძის მეგობრები.
"ქვიშის პოეტები" აერთიანებს ახალგაზრდა პოეტებს სხვადასხვა ქალაქიდან, ზოგი მათგანი სტუმრად იმყოფებოდა იმ დღეს ლანჩხუთში. საღამოზე მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ თანამედროვე შემოქმედთა კრებულები, შემოსული თანხით კი გიას ქურიძეს დაეხმარნენ.