გუშინ, მცხეთაში, გუდაურის გადასახვევთან მომხდარ ავტოავარიას, რამდენიმე მგზავრის სიცოცხლე შეეწირა.
გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის მკვიდრი, ნატო ოდილავაძეა. სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა შორის, კიდევ ორი ლანჩხუთელია, თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დასტურდება.