ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი, „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ 22 იანვარს, სკოლების დირექტორობის მსურველთა ტესტირება ჩატარდება.
_დირექტორობის მსურველთა ტესტირება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით ხდება. ის ელექტრონული ფორმით, 2023 წლის 22 იანვარს, ერთ სესიად ჩატარდება და 12 სააათზე დაიწყება.
დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. ტესტირების დრო ხუთი საათით არის განსაზღვრული, _ გვითხრა მან.
ქალბატონი ლელა ასევე ამბობს, რომ თითოეულმა აპლიკანტმა, რეგისტრაციის გავლისას, ადგილზე უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანების, პირადობის მოწმობისა ან პასპორტის არქონის შემთხვევაში, აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
მისივე თქმით, საგამოცდო ცენტრების მისამართები და დირექტორობის მსურველთა გადანაწილების შესახებ ინფორმაცია, ტესტირებაზე გამსვლელებს შეუძლიათ იხილონ შესაბამის ვებგვერდზე. იქ დირექტორობის მსურველთა საგმოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 2022 წლის 24 ოქტომბრიდან არის ცნობილი, რის შესახებაც „გურია ნიუსი“ გასული წლის ოქტომბერშიც წერდა.
ავტორი