„დღესდღეობით კოვიდცენტრებში 246 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხუთის კი კრიტიკულია. დანარჩენი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო მცირე ნაწილი მსუბუქი და უსიმპტომოა“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, სამი აგვისტოდან დღემდე, დაახლოებით ათი შემთხვევის წყარო უცნობია.
საქართველოში სულ კორონავირუსის 1361 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1098 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.




































































