22 წლის ახალაზრდა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა _ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში კვირას, 19 იანვარს შეიყვანეს, თუმცა შემდეგ ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონა გუშინ, ქუთაისიდან თბილისში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები მომხდარში მედიკოსების ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.