რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, ბარნოვის 77-ში 22 წლის გოგოს ყელი გამოჭრეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.
გოგონას, 2 შვილი დარჩა. როგორც ცნობილია, შემთხვევა ბავშვების თანდასწრებით მოხდა.
თვითმხილველების თქმით მკვლელი ფანჯრიდან გადახტა და გარბოდა.
შსს-ში ამბობენ, რომ კომენტარს საკითხის შესწავლის შემდეგ, რამდენიმე წუთში გააკეთებენ.