თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე ზვიად შარაძემ. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მან გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახეთ და ზომად 7-დან 11 წალმდე პატიმრობას ითვალისწინებს.