გუშინ, ამერიკულმა გამოცემამ "New York Post" სენსაციური ცნობა გაავრცელა.
აღმოჩნდა, რომ ცნობილ მსახიობს, 74 წლის ალ პაჩინოს საკუთარი სახელმწიფოს წინაშე დიდი დავალიანება დაუგროვდა. კინოვარსკვლავს გასულ წელს სახელმწიფო ხაზინაში 182 ათასი დოლარი, ხოლო მიმდინარე წელს 22 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა.
თავად ალ პაჩინოს განცხადებით, მას სახელმწიფოს მოტყუება აზრადაც არ მოსვლია. შესაბამისმა უწყებებმა სათანადო გამოძიება უკვე ჩაატარეს და დამნაშავესაც მალე მიაგნეს. ის მსახიობის ბიზნეს-მენეჯერი კენეტ სტარი აღმოჩნდა.
მისტერ კენეტის სახელი ჰოლივუდში კარგადაა ცნობილი. ამ ადამიანმა რამდენიმე წლის წინ მსახიობი უმა თურმანი გააბითურა, ამჟამად კი ვალების ორმოში ალ პაჩინო ჩააგდო.
კენეტ სტარი აშშ-ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს და წინასწარი დაკავების საკანშიც მოათავსეს. სასამართლო უახლოეს მომავალში ჩატარდება და თაღლითსაც ალბათ დამსახურებელ სასჯელს გამოუწერენ.
რაც შეეხება მოტყუებულ ალ პაჩინოს. ის მზად არის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზემოთ მოყვანილი თანხა დაუყოვნებლივ გადაიხადოს და ყველა ფინანსური პრობლემა დროულად მოაწესრიგოს.