ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ასევე, ქალაქის მერია და გუბერნიაა განთავსებული, რამდენიმე წუთის წინ, თენგიზ კაპანაძე დააკავეს.
იგი კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი "ეროვნული ფორუმის" ყოფილი წევრი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერი იყო.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, თენგიზ კაპანაძე, საპატრულო პოლიციამ მას შემდეგ აიყვანა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ადრჩიამ, "გურია ნიუსსთან" აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
როგორც თვითმხილველმა გვითხრა, კაპანაძე ნასვამ მდგომარეობაში იყო.
შსს თენგიზ კაპანაძის დაკავებას ადასტურებს და ამბობს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე #166 და # 173 მუხლით, რაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წესრიგის დარღევასა და პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.