წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლასთან, უკვე გამაფრთხილებელი შუქნიშანი დაიდგა.
როგორც ქალაქ ოზურგეთის მერიაში გვითხრეს, საგზაო ნიშნები და შუქნიშნები ყველა იმ ადგილას გაკეთდება, სადაც ამის საჭიროება იქნება.
სკოლასთან ასევე დასრულდა ცენტრალურ სავალ ნაწილზე ფეხით მოსიარულეთათვის ნიშნულის დახაზვა.
როგორც ცნობილია, ორი კვირის წინ, სამრევლო სკოლასთან დაგებული ბორცვი აიღეს. სწორედ ამის შემდეგ, სკოლის დირექციამ ადგილობრივ ხელისუფლებასა და საპატრულო პოლიციას სთხოვა ამ პრობლემის მოგვარება.