ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, რომელიც შემდეგი შრნაარსისაა:
"მძიმე საყურებელი და მოსასმენია აგრესია და დაპირისპირება ადამიანების მიმართ. ხალხი გავხდით შეუწყნარებელი და ეს ცუდია. არ არის არავის განკითხვა საჭირო, ყველა თავისუფალია თავის საქციელში და ყველას თავისი ნება გააჩნია. ბოლო ათეული წლებია ეს აგრესიული სტილი, იარლიყების მიწებება პოლიტიკიდან და პოლიტიკოსებისგან გავრცელდა საზოგადოებაში. ეს არის უკვე მავნე ჩვევა და ჩვენ ყველამ ერთად ეს უნდა აღმოვფხვრათ. არ არის საჭირო ასეთ გარემოში გაიზარდნონ ჩვენი მომავალი თაობები!
მოღალატე ძალიან მძიმე სიტყვაა. მოღალატე – ეს არის განაჩენი და ძალიან ვწუხვარ, რომ ქართველები ამ სიტყვას ესე ადვილად უკვე წლებია ვესვრით ერთმანეთს.
ჩვენ თუ წინ წასვლა გვინდა და ყველაფერი საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის – სიყვარულით უნდა ვეცადოთ შეცდომების გამოსწორებას ან საკუთარი ჭეშმარიტების მტკიცებას. აგრესიამ და დაპირისპირებამ მგონი ყველა დამეთანხმება -არაფერი კარგი არ მოგვიტანა", _ წერს კალაძე სოციალურ ქსელში.