ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა სპეციალური გამოკვლევები ჩაატარეს და იმ პიროვნებებს, რომლებსაც სიგარეტისთვის თავის დანებება სურთ გარკვეული რეკომენდაციები მოუმზადეს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ნიკოტინისთვის თავის დანებებაში თურმე დაგეხმარებათ ყველასათვის კარგად ნაცნობი მცენარე მრავალძარღვა, უფრო ზუსტად, მისგან დამზადებული ნაყენი, რისთვისაც ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მრავალძარღვას ფოთოლს უნდა დაასხათ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და, თბილად შეფუთული, – ერთი საათი დააყენოთ.
უნდა მიიღოთ დღეში ოთხჯერ, ერთი მეოთხედი ჩაის ჭიქა. შეგიძლიათ დღეში ორჯერაც, ნახევარი ჭიქა დილას და საღამოს.
თუ დღისით მოწევის დიდი სურვილი გაგიჩნდებათ, პირში ჩაიდეთ ფესვის პატარა ნაწილი. ის თავიდან პირს გაგიმწარებთ, შემდეგ კი სასიამოვნო გემოს დაგიტოვებთ. მთავარია, რომ აირი სისხლძარღვებს აფართოებს და, შესაბამისად, მოთხოვნილება სიგარეტზე, თავისთავად გაქრება.
შეგიძლიათ მწარე ფესვი შეცვალოთ ნიახურის ძირებით, რომელიც წინასწარ უნდა გამოაშროთ. ისიც შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რომელიც ტონუსს მატებს სისხლძარღვებს.
რაც მთავარია, უნდა გახსოვდეთ, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულების შესაცვლელად, წამლების გარდა, საჭიროა ადამიანის დიდი სურვილი, თავი დააღწიოს ამ მავნე ჩვევას.