ერთი საათის წინ, თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, მიკროავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილი ოზურგეთელია.
როგორც გავარკვიეთ, ავარია საქართველო-თურქეთის საზღვრიდან, დაახლოებით, ათ კილომეტრში მოხდა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალბატონია, რომლის გვამიც ტრაპზონში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
"მიკროავტობუსში თითქმის ყველა საქართველოს მოქალაქე იჯდა. უმრავლესობა სავაჭროდ იყო წასული. დაღუპული ახალაგზრდა ქალი, შვილებისთვის ტანსაცმელების საყიდალად ბაზრობაზე მიდოდა", _ გვითხრა დაღუპულის ახლობელმა.