(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი წევრი გურამ მიქელაძე შეემატა _ მისი უფლებამოსილება ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიამ 1 დეკემბერს ცნო. იგი თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის მეათე ნომერი იყო. 24 წლის გურამ მიქელაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ტელეკომუნიკაციის სპეციალობით 2007 წელს დაამთავრა. 2009 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია “გურიის რეგიონულ სააგენტოში” მუშაობს.