გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები
    “ვემშვიდობები ამ წუთისოფელს” _ გიორგი კეკელიძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული შემაძრწუნებელი პოსტი

    “გიორგი კეკელიძეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ეროვნული ბიბლიოთეკა

    პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა

    ერთი მოკლული და ორი დაჭრილი _ რა მოხდა თელავში

    სამტრედიელი დავით ჯიბაშვილი მდინარე გუბისწყალში დამხრჩვალი იპოვეს

    ფოთში 11 წლის მოზარდი დაიღუპა- მას ავტომობილი დაეჯახა

    როგორ გაეხუმრა რამაზ ჩხიკვაძე ეროსი მანჯგალაძეს

    როგორ გაეხუმრა რამაზ ჩხიკვაძე ეროსი მანჯგალაძეს

    2 მოკლული და რამდენიმე დაჭრილი – “ქურდული გარჩევა” თბილისში

    “დანას განწირული ურტყამდა თურმე, ვერავინ ვერ გამოგლიჯა” _ საზარელი მკვლელობის დეტალები

    სასტიკი მკვლელობა თბილისში _ ავტობუსში ქმარმა ცოლს შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა

    ქალი, რომელსაც ქმარმა ყელი გამოჭრა, სამეგრელოდან იყო

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • კორონავირუსი
    ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

    ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთში

    ლანჩხუთში ინფიცირების 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

    ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

    ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთში

    როგორია ეპიდვითარება საქართველოში

    ინფცირების, გარდაცვალების და გამოჯანმრთელების ახალი შემთხვევები საქართველოში

    ჩოხატაურში ეპიდვითარება სტაბილურია

    ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

    ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთში

  • G-NEWS TV
    30 თეთრი “ალტ-ინფოს” ოფისის ეზოში _ “სამშობლოს სიყვარულს ფული რად უნდა?!”

    30 თეთრი “ალტ-ინფოს” ოფისის ეზოში _ “სამშობლოს სიყვარულს ფული რად უნდა?!”

    “პუტინ, შენ მეისპე!” _ 9 აპრილი ოზურგეთში

    “პუტინ, შენ მეისპე!” _ 9 აპრილი ოზურგეთში

    მერის ხელფასი 5 000 ლარამდე იზრდება _ ოზურგეთის საკრებულოს ხმაურიანი სხდომა

    მერის ხელფასი 5 000 ლარამდე იზრდება _ ოზურგეთის საკრებულოს ხმაურიანი სხდომა

    მრავალფეროვნება: ვაიშნავიზმის მსახურება თბილისში

    მრავალფეროვნება: ვაიშნავიზმის მსახურება თბილისში

    უკრაინის და საქართველოს დროშები ქუჩაზე, სადაც ბახვა ჩიქობავა ცხოვრობდა

    უკრაინის და საქართველოს დროშები ქუჩაზე, სადაც ბახვა ჩიქობავა ცხოვრობდა

    ქართულმა ლეგიონმა, უკრაინელებთან ერთად, ოკუპანტების კოლონა გაანადგურა

    ქართულმა ლეგიონმა, უკრაინელებთან ერთად, ოკუპანტების კოლონა გაანადგურა

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა
    ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დასაწყისში  საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა

    ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დასაწყისში საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა

    ანთების საწინააღმდეგო  ხალხური საშუალებები

    ანთების საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები

    მოვამზადოთ  ფორთოხლის კანის ცუკატები

    მოვამზადოთ ფორთოხლის კანის ცუკატები

    ინდაურის საცივი _ საახალწლო სუფრის მშვენება

    ინდაურის საცივი _ საახალწლო სუფრის მშვენება

    თხილის ყველაზე საშიში დაავადებები

    თხილის ყველაზე საშიში დაავადებები

    აპრობირებული ფორთოხლის ჯიშების გაშენება _  საუკეთესო ნაბიჯი ქართულ მეციტრუსეობაში

    აპრობირებული ფორთოხლის ჯიშების გაშენება _ საუკეთესო ნაბიჯი ქართულ მეციტრუსეობაში

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
    გრიგოლ რობაქიძის „პარტიული სასჯელი“

    გრიგოლ რობაქიძის „პარტიული სასჯელი“

    გურიის რესპუბლიკა თუ აღმაშენებელი? _ ირაკლი მახარაძის განცხადება

    გურიის რესპუბლიკა თუ აღმაშენებელი? _ ირაკლი მახარაძის განცხადება

    “ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას” – კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია)

    “ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას” – კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია)

    არ არსებობს მოძმე ერები, არსებობს სახელმწიფო ინტერესები _ “ისტორიის გაკვეთილები”

    არ არსებობს მოძმე ერები, არსებობს სახელმწიფო ინტერესები _ “ისტორიის გაკვეთილები”

    “შაბაშ მკლავთა და განკარგულებათა თქვენთა!“ _ ქართველი კაცის შეგონება გურულებისადმი

    “შაბაშ მკლავთა და განკარგულებათა თქვენთა!“ _ ქართველი კაცის შეგონება გურულებისადმი

    „პარლამენტია საკანონმდებლო ორგანო და თქვენ „ბოქსიორებივით“ რატომ სხედხართო?!“

    „პარლამენტია საკანონმდებლო ორგანო და თქვენ „ბოქსიორებივით“ რატომ სხედხართო?!“

  • ფეისბუქსტატუსები
    “დღეს ერთად უნდა გვეზეიმა” _ ემიგრაციაში მყოფი მასწავლებელი ყოფილ მოსწავლეებს მიმართავს

    “დღეს ერთად უნდა გვეზეიმა” _ ემიგრაციაში მყოფი მასწავლებელი ყოფილ მოსწავლეებს მიმართავს

    “ეს არც ჩინეთია და არც შრილანკა, არც ვიეტნამი ან ჩაის რომელი სხვა აზიური ქვეყანა… – ეს ჩემი გურიაა”

    “ეს არც ჩინეთია და არც შრილანკა, არც ვიეტნამი ან ჩაის რომელი სხვა აზიური ქვეყანა… – ეს ჩემი გურიაა”

    “ძაღლებს საჭმელი აუტანა და უკანა გზაზე ეს მოხდა” – რას წერს ნინო სურგულაძე ავარიით გარდაცვლილ მაზლზე?

    “ძაღლებს საჭმელი აუტანა და უკანა გზაზე ეს მოხდა” – რას წერს ნინო სურგულაძე ავარიით გარდაცვლილ მაზლზე?

    “Როგორ ყარს ეს ყველაფერი! მაგრამ მაინც ვმუშაობთ საზოგადოებისთვის”

    “Როგორ ყარს ეს ყველაფერი! მაგრამ მაინც ვმუშაობთ საზოგადოებისთვის”

    უკრაინაში გარდაცვლილი მეორე ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

    “შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი”

    წილოსანი: ამოქმედდა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა

    წილოსანი: სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა სახელმწიფოს უპატივცემულობაა

  • 21-ს ქვევით
    “დღეს ჩვენს სკოლაში  ხალისიანი დღეა!” _ ქვაბღის სკოლის დირექტორი

    “დღეს ჩვენს სკოლაში ხალისიანი დღეა!” _ ქვაბღის სკოლის დირექტორი

    ჩოხატაურელი როლანდ კიკვაძე FLEX-ის პროგრამის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი როლანდ კიკვაძე FLEX-ის პროგრამის გამარჯვებულია

    მორიგი  შინაარსიანი ღონისძიება ბახვის სკოლაში:  „საზოგადოებრივი თანაცხოვრებისთვის  უმნიშვნელოვანესია ტოლერანტობა“

    მორიგი  შინაარსიანი ღონისძიება ბახვის სკოლაში:  „საზოგადოებრივი თანაცხოვრებისთვის  უმნიშვნელოვანესია ტოლერანტობა“

    დღეს ამ არაჩვეულებრივ გოგოებს შევხვდი და ამაყი ვარ! _ ლელა იმედაშვილი

    დღეს ამ არაჩვეულებრივ გოგოებს შევხვდი და ამაყი ვარ! _ ლელა იმედაშვილი

    ოზურგეთიდან “ფლექსის“ პროგრამას ორი გამარჯვებული ჰყავს

    ოზურგეთიდან “ფლექსის“ პროგრამას ორი გამარჯვებული ჰყავს

    ოზურგეთელი ნანა მეგრელიძე “ფლექსის“ პროგრამის გამარჯვებულია

    ოზურგეთელი ნანა მეგრელიძე “ფლექსის“ პროგრამის გამარჯვებულია

  • მსოფლიო
    ,,ადამიანების სიძულვილი გაქრება, დიქტატორები წავლენ და ძალაუფლება ხალხს დაუბრუნდება“ –  ზელენსკი კანის ფესტივალზე

    ზელენსკი – გამარჯვება სისხლიანი იქნება,  მაგრამ ომი დიპლომატიურად დასრულდება

    რუსეთმა მორგან ფრიმენს უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    რუსეთმა მორგან ფრიმენს უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    უკრაინიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გააძევეს

    უკრაინიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გააძევეს

     ,,რუსეთი, სავარაუდოდ, სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს განიცდის “ – დიდი ბრიტანეთი

     ,,რუსეთი, სავარაუდოდ, სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს განიცდის “ – დიდი ბრიტანეთი

    რუსეთმა აშშ-ს 963-მ მოქალაქეს და მათ შორის, ჯო ბაიდენს ქვენაში შესვლა აუკრძალა

    რუსეთმა აშშ-ს 963-მ მოქალაქეს და მათ შორის, ჯო ბაიდენს ქვენაში შესვლა აუკრძალა

    აშშ-ს პრეზიდენტმა, უკრაინისთვის დამატებითი 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

    აშშ-ს პრეზიდენტმა, უკრაინისთვის დამატებითი 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    დაუქორწინებელ მამაკაცებს ფსიქიკური პრობლემები აწუხებთ

    დაუქორწინებელ მამაკაცებს ფსიქიკური პრობლემები აწუხებთ

    იმკურნალეთ ღვინით

    იმკურნალეთ ღვინით

    ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

    ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

    ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო წიგნები

    ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო წიგნები

    რა მივირთვათ სამსახურში

    რა მივირთვათ სამსახურში

    რა არის ახალგაზრდობის ელექსირი

    რა არის ახალგაზრდობის ელექსირი

    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ციხიდან დაწყებული სამართლის ძიება (პირველი ნაწილი)

17:12; 5 დეკემბერი, 2010
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2006 წლის 28 ოქტომბერს, სამტრედია-გურიის გზის გასაყარზე, დააპატიმრეს სამშენებლო კომპანია “ამაღლება 98”-ის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი დავით სიხარულიძე, რომელიც ახლა 11-წლიან სასჯელს იხდის.

2006 წლის ოქტომბერი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატ გია ნუცუბიძისთვის იმუნიტეტის მოხსნისა და უფლებამოსილების შეჩერების საკითხს განიხილავდნენ.
“დღევანდელი სხდომა ძალიან მძიმეა, რადგან ჩვენი კოლეგის მიმართ უფლებამოსილების შეჩერების საკითხის განხილვა გვიწევს და გენერალური პროკურორისთვის პარლამენტის წევრის გია ნუცუბიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად თანხმობის მიცემას ვიხილავთ, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, _ გაუგებარია, რატომ ვეღარ იგებენ ადამიანები, რომ არავის ეპატიება ქმედება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული”.
თბილისის პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა გია ნუცუბიძისათვის აღკვეთის ღონისძიების _ დაპატიმრების შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობის შესახებ წინადადებით მიმართა პარლამენტის წევრებს და აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის წინადადებას საფუძვლად დაედო 2006 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დანაშაულის ნიშნებით გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული წინასწარი გამოძიება, სისხლის სამართლის #74068390 საქმე _ საქართველოს პარლამენტის წევრის გია ნუცუბიძის მიერ ქრთამის მიცემის ფაქტზე. გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ნუცუბიძე წასწრებული იქნა დანაშაულის ჩადენაზე და დააკავეს ეჭვმიტანილის სტატუსით.
როგორც გენერალური პროკურატურის  განცხადებიდან ჩანდა, გია ნუცუბიძის მიერ ზემოხსენებული დანაშაულის ჩადენა ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, სატელეფონო საუბრებით, საქმეზე არსებული ნივთმტკიცებითა და მოწმის ჩვენებით დასტურდება.
ნუცუბიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა, თუმცა, არ შეჩერებულა ამ საქმესთან დაკავშირებული დაკავებების სერია.

ოფიციალური ვერსია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2006 წლის 1 იანვრიდან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა პროგრამა “იაკობ გოგებაშვილი”, რომელიც ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რეაბილიტაციასა და განვითარებას. პროგრამის გასახორციელებლად შეიქმნა სატენდერო კომისია. კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სხვა კომპანიებთან ერთად, გაიმარჯვა შპს “ამაღლება 98”-მა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპანიების მსგავსად, მასაც გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი თვით _ 2006 წლის 15 სექტემბრამდე. იმავდროულად კი, დამატებით, 500 ათასი ლარი ჩაერიცხა, რათა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებამდე დაესრულებინა. კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყვიტა. პარალელურად, კომპანიის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების ამსახველი მასალები სათანადო რეაგირებისათვის გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა. კომპანია “ამაღლება 98”-თან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს თემურ სამადაშვილს შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრი გია ნუცუბიძე, რომელმაც, სამადაშვილს შპს “ამაღლება 98”-ისთვის ხელშეკრულებისა და დაფინანსების განახლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 500 ათასი ლარი შესთავაზა. აღნიშნული საუბრის თაობაზე, სამადაშვილმა მოხსენებითი ბარათით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიმართა, მოგვიანებით კი, საქართველოს გენერალურ პროკურორს და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ამის შემდეგ, შესაბამისი ორგანოების მიერ, დაიგეგმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. ნუცუბიძისა და სამადაშვილის შეთანხმების თანახმად, შპს “ამაღლება 98”-ს, პირველ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 150 ათასი ლარი გადაურიცხა, რის სანაცვლოდაც გია ნუცუბიძემ სამადაშვილს, ქრთამის სახით, 50 ათასი ლარი გადასცა.
სწორედ თანხის გადაცემის დროს დააკავეს ნუცუბიძე.
ნუცუბიძესთან ერთად დააკავეს “ამაღლება-98”-ის დირექტორი დავით სიხარულიძეც, რომელსაც ბრალი თანხების მითვისებაში დასდეს და 11 წლით ციხეში გაამწესეს. თუმცა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა დაკავებულმა ბრალდება არ აღიარა.  დავით სიხარულიძე პოლიტპატიმრების რიცხვშია და ციხიდან ცდილობს, ებრძოლოს იმ რეჟიმს, სადაც მისივე თქმით, “ატკატების” სისტემა ისევ აქტუალურია.
დავით სიხარულიძეს ციხიდან აქვს წამოწყებული სასამართლო პროცესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ და აღიარებულ ვალს _ მილიონ ნახევარ ლარს ითხოვს. უკვე რამდენიმე თვეა პროცესი, რომელზეც გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ, იდება.

დავით სიხარულიძე
“გურია ნიუსმა” შეძლო და პატიმრობაში მყოფ დავით სიხარულიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
_ ჩოხატაურში, სოფელ შუაგანახლებაში  ცხოვრობენ ჩემი 82 წელს მიღწეული მამა და 70 წლის დედა, რომლებმაც მთელი ცხოვრება შრომაში გაატარეს და ძალიან მძიმე სიბერე დაუდგათ. უმცროსი და 39 წლის ასაკში გარდამეცვალა. ასევე 39 წლის ასაკში მეორე და დამიქვრივდა, ახლა კი მე 11 წლით ციხეში გამამწესეს. დედას და მამას 9 ობოლი შვილიშვილი დარჩა მოსავლელი, _ გულახდილად საუბრობს რესპონდენტი.
1986 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო რუსთავის საწარმოო გაერთიანება “აზოტში”. 1987 წლიდან კი “თბილქალაქმშენის” ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, ოსტატის თანამდებობაზე, შემდეგ ცვლის უფროსად, საამქროს უფროსად და სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობდა.
_ 1998 წელს შევქმნი საკუთარი სამშენებლო კომპანია “ამაღლება-98” და ყველაფერი ნულიდან დავიწყე _ თანდათან ვზრდიდი როგორც სამუშაოების მოცულობას, ისე კომპანიასაც, სადაც ძირითადად ვასაქმებდი ჩოხატაურელებს, ჩემს სოფლელებს. როცა დამაპატიმრეს, დასაქმებული მყავდა 700 ადამიანზე მეტი და ვასრულებდი 8 მილიონი ლარის სამუშაოს _ ვაწარმოებდით მშენებლობას და წყალსადენის რეაბილიტაციას თბილისში; ამბულატორიის მშენებლობას სხვადასხვა სოფელში; ოთხი სასამართლო შენობის რეაბილიტაციას; ფოთის, ოზურგეთის, ხაშურისა და ახალციხის რაიონებში 15 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციას. მათ შორის იყო ოზურგეთის რაიონში  #2 საჯარო სკოლა, სოფელ ოზურგეთის და ასკანის სკოლების მშენებლობა, _ იხსენებს რესპონდენტი.
2006 წელს პროგრამა “იაკობ გოგებაშვილის” ირგვლივ დიდი ხმაური დაიწყო _ ჩინოვნიკებმა საჯაროდ ამცნეს საზოგადოებას, რომ ქვეყანაში უპრეცედენტო პროექტს იწყებდნენ: _ მართლაც უპრეცედენტო პროექტი იყო, რომელიც მილიონების “მოტეხვითა” და უდანაშაულო პირების ციხეში ჩასმით დასრულდა. პროექტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ სამადაშვილი კურირებდა. პროგრამის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება დაავალეს ორგანიზაციას, რომელიც არაფორმალურად დაკავშირებული იყო შპს-სთან, სადაც ლომაიას ცოლისძმა და სამადაშვილის მეუღლის ბიძაშვილი მუშაობდნენ. მათი მეშვეობით გააყალბეს სატენდერო დოკუმენტაცია, კერძოდ, გაზარდეს სამუშაოების მოცულობა, ბევრი კი არც შეუტანიათ აქტში. ამის მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ მათთვის არასასურველ კომპანიას ტენდერში არ გაემარჯვა. თუ ვინმე მაინც გაიმარჯვებდა, ამ ხალხს ჰქონდა ბერკეტი მისი გაკონტროლებისა და, თუ მათ პირობებზე უარს იტყოდა, განადგურებისაც კი. ჩემთვის სამწუხაროდ, ასეთი მე და ჩემი კომპანია აღმოვჩნდით. ტენდერის შემდეგ 7 ლოტში გავიმარჯვე, რაც 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. რა თქმა უნდა, როცა ობიექტზე გამოსაცვლელია 20 კუბური მეტრი მასალა და დოკუმენტაციაში დაფიქსირებულია 120 კუბური მეტრი, როცა გასალესია 1 000 კუბური მეტრი და აღნიშნულია 3 000, ძნელია  გამარჯვება, მაგრამ ჩემმა კომპანიამ მაინც გაიმარჯვა, რადგან ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების რეალური შეფასება გავაკეთე. ამიტომაც იყო, რომ ფასი თითოეულ სკოლაზე, დაახლოებით, 100 ათასი ლარით ნაკლები გამოვიდა, ვიდრე სხვა კომპანიები იმავე სამუშაოში ითხოვდნენ. ეს სასამართლო პროცესზე ვერც  სამადაშვილმა უარყო. გამოდის, იმის გამო ვისჯები, თითოეულ სკოლაზე 100 000 ლარს რომ ვუზოგავდი სახელმწიფოს. დავისაჯე, რადგანაც განათლების სამინისტროში მოკალათებულ დამნაშავეებს ხელს არ აძლევდათ ეკონომია _ ერჩიათ, თანხა ბევრად ზედმეტი გაწერილიყო, საიდანაც ბლომად ფულის “მოტეხვას” შეძლებდნენ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ლომაიას სამინისტროში “ატკატების” სისტემა დაინერგებოდა. სიმართლე გითხრათ, ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბევრ სხვა ტენდერშიც მიმიღია მონაწილეობა და ჩაწყობისა და “ატკატების” გარეშე გამიმარჯვია. იმჯერადაც ამის იმედი მქონდა, ამიტომაც არ გავითვალისწინე ხარჯთაღრიცხვაში “ატკატების” თანხა და ამიტომ გამოვიდა 100 ათასი ლარით იაფი თითოეული სკოლის რეაბილიტაცია. ამან გაამწარა სამადაშვილი, რადგანაც 5 მილიონად ღირებული სამუშაოებიდან წილს ვეღარ მიიღებდა. ხელშეკრულების გაფორმებამდე, მისმა თანამშრომელმა მამარდაშვილმა (რომელიც ახლახან დააკავეს ბურთების გახმაურებული სკანდალის გამო ნ.გ.) დამიბარა და მომთხოვა “ატკატი”, რომლის გადახდაც არ შემეძლო, რადგან ყველაფერი პატიოსნად მქონდა გაანგარიშებული. თანხა, რომელსაც “ატკატის” სახით ითხოვდნენ, სულ არ რჩებოდა ამ ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების მოგებიდან. ამის გამო სამინისტრომ ჯერ 7 სკოლის ავანსის გადმორიცხვა დამიგვიანა 20 დღით, ერთი სკოლის ავანსი კი _ ორი თვით. მასალები, რომელიც სამინისტროს  7-დან 45 დღის განმავლობაში უნდა შემოეტანა, 4 თვის დაგვიანებით შემომიტანეს. თანაც მოითხოვდნენ, რომ სკოლების რემონტი ორ კვირაში დამთავრებულიყო. მალე სამადაშვილმა გამოგვიცხადა, სამინისტრო ფანჯრის ჩარჩოებს ვერ შემოიტანსო, ამიტომაც ჩვენ უნდა დაგვემზადებინა. ეს წინადადება მან აგვისტოს დასაწყისში წამოაყენა, რის გამოც, საქმე რომ არ შეფერხებულიყო, იძულებული გავხდი, ჩემი და ჩემი თანამშრომლის ბინები, კომპანიის ავტომანქანები და მთელი ქონება ბანკში დამეგირავებინა და სესხი გამომეტანა. ასე შევიძინე მეტალოპლასტმასი და დავიწყე ფანჯრების ჩარჩოების გაკეთება. ორ სკოლაში უკვე ჩასმული გვქონდა ფანჯრები, ხოლო დანარჩენი ჩარჩოები ჩასასმელად გამზადებული, როცა სამინისტრომ მზა ჩარჩოები შემოგვიტანა, ზომით განსხვავებული იყო, მაგრამ გვაწვალეს, კედლები ამოგვაშენებინეს და მაინც ჩაგვასმევინეს. ასე დაგვრჩა უქმად  ჩვენი ნაყიდი ჩარჩოები. ეს ლიტონი სიტყვები არ გეგონოთ _ ყველა დოკუმენტი მაქვს. იმის გამო, რომ “ატკატი” არ გავიღე, შესრულებული სამუშაოს საფასურს არ მირიცხავდნენ. თემურ სამადაშვილი საბუთებს მალავდა და თავიდან გვიხდებოდა მათი შედგენა. მიუხედავად ამისა, სამუშაოს 70% შევასრულე. ეს ექსპერტებმაც კი დაადასტურეს სასამართლო პროცესზე. შუალედურ აქტში ექსპერტებმა 1 536 059 ლარად ღირებული სამუშაოს ჩატარება დააფიქსირეს, მე კი განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან მხოლოდ 531 466 ლარი მქონდა მიღებული, ანუ კიდევ 1 მილიონ ლარზე მეტი  მეკუთვნოდა. ეს ფაქტი არაერთხელაა დაფიქსირებული სამადაშვილისა და ნუცუბიძის შეხვედრის ფარულ აუდიო თუ ვიდეოჩანაწერებში. ნაცვლად იმისა, კუთვნილი თანხა გადმოერიცხათ, მინისტრმა გენერალურ პროკურორს  თანხების მითვისების მუხლით ჩემზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. როგორც მან მაცნობა, თურმე ხელშეკრულება იმ მოტივით შემიწყვიტეს, რომ სკოლების რეაბილიტაცია დროულად ვერ დამთავრდა. თუმცა, ამავე წერილში მწერდა, შესრულებული სამუშაოს საფასური აგინაზღაურდებათო. რისთვის დავისაჯე, ალბათ, ყველასათვის ნათელია. მიუხედავად ამისა, სამადაშვილი  მთლად “მშრალად” არ დამიტოვებია, _ განსაზღვრული თანხა მაინც გადავუხადე. ასევე, მისი დავალებით გადავრიცხე მმართველი პარტიის ანგარიშზე საკმაოდ დიდი თანხა, მაგრამ მოთხოვნა გაცილებით დიდი იყო. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ამ ხალხის “მადის” დაკმაყოფილება და ასე აღმოვჩნდი ციხეში.
ბანკმა წაიღო მთელი ჩემი ქონება. ეს ის ქონებაა, რომელიც სკოლების გასარემონტებელი თანხის დაგვიანების გამო სესხის გარანტად ჩავდე ბანკში. ქუჩაში სამი ოჯახი დარჩა, სახელმწიფო კი ვალად აღიარებულ მილიონსაც არ მიხდის. ამაზე მეტი ყაჩაღობა და უსამართლობა რაღა გინდათ? წარდგენილი მაქვს იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რაც შესრულებულია და თანხას კი არ მაძლევენ. ის, რომ ოზურგეთის #2 სკოლაში პარკეტი დაიგო, ძნელი გასაგებია, ვინ დააგო? ის, რომ ამბროლაურისა და ცაგერის სკოლები შემოიღობა კაპიტალური  მესრით, ძნელი დასათვლელია, რა დაჯდა ეს და ვინ გააკეთა?
იმის გამო, რომ სამინისტრომ არ ჩამირიცხა თანხა, დავალიანება დამიგროვდა საგადასახადო სამსახურშიც. შედეგად, ჩემი ანგარიშები და ქონება დააყადაღეს. ამის გამო ხელშეკრულებები სხვა დამკვეთებმაც შემიწყვიტეს. ბანკში გადასახდელი 176 000 ლარის ნაცვლად, დავალიანება ნახევარ მილიონ ლარამდე გაიზარდა. მეტი უნამუსობა გაგონილა? პირები, რომლებმაც მართლა დანაშაული ჩაიდინეს, მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას, მაგრამ ქუჩაში დარჩენილი ობლების ბედზე, უდანაშაულო კაცის ციხეში გამწესებაზე ვის მოვთხოვო პასუხი? ყოველივე ზემოთქმულის გამო იყო, რომ დახმარებისთვის მივმართე საქართველოს პარლამენტის წევრ ნუცუბიძეს. მან ვერ გაუძლო ზეწოლას და ჩაუდენელი დანაშაული აღიარა. მე არ მეშინია სამადაშვილის ბრალდებების _ რაც ვთქვი, სიმართლეა და თუ შესაბამისი ორგანოები თვალს გაახელენ, განათლების და მეცნიერების სამინისტროში მის ჩადენილ ბევრ სისაძაგლეს მიაგნებენ. დავიჯერო, მისი ნარკოტიკებისადმი სიყვარულის ამბავი არ იციან? ამ “საქმიანობას” მინისტრის მოადგილე არც მინისტრის მოადგილის კაბინეტში თაკილობდა და ამის მოწმე ხშირად თავადაც გავმხდარვარ, _ ამბობს სიხარულიძე

თემურ სამადაშვილი
თემურ სამადაშვილი დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა. იგი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ 4 წლის წინანდელი საქმის დეტალები არ ახსოვს:
_ ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა და სიმართლე გითხრათ, დეტალები არ მახსოვს…
_ ბატონო თემურ, ეს საკმაოდ გახმაურებული საქმეა და ვფიქრობთ, ყველაფერი კარგად უნდა გახსოვდეთ. მით უმეტეს, როცა დავით სიხარულიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კარგად გიცნობდათ. უფრო მეტიც, მან აღნიშნა, რომ საკუთარი თვალით ნახა, როცა საკუთარ კაბინეტში ნარკოტიკს იკეთებდით…
_ (იცინის) რა სისულელეა?! თუმცა, ადამიანისგან, რომელსაც 11 წელი აქვს მისჯილი, არაფრის თქმა არ არის გასაკვირი. თან ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დემოკრატიაა და ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია.
_ როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად გახსოვთ. დადებით პასუხს არც ველოდით შეკითხვაზე, თუმცა, ძალიან საინტერესოა, როდესმე ნარკოტიკულ შემოწმებაზე ტესტი თუ გაგივლიათ?
_ არა. თუმცა, ნებისმიერ დროს შემიძლია გავიარო. პრობლემა არ არის.
_ ბატონო თემურ, ოფიციალურად დადასტურებულია, რომ სახელმწიფოს სიხარულიძის მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება აქვს. არადა, ეს ადამიანი 300 000 ლარის მითვისების ბრალდებით გაასამართლეს.
_ ეს კაცი თანხის მითვისებაზე არ არის დაკავებული. ის თანხის ჩამორიცხვის სანაცვლოდ ქრთამს მთავაზობდა და სწორედ ამიტომ დააკავეს.
_ თანხა ხომ ეკუთვნოდა? რატომ არ აძლევდით?
_ კი, თუმცა, რაოდენობას ვერ გეტყვით. ეს ექსპერტებმა დაადგინეს. მაგრამ იცით, რა? რა თანხებზეა საუბარი, როცა 6 სკოლა დარჩა გაუკეთებელი ისეთ რეგიონში, როგორიც იყო ქვემო ქართლი, ჯავახეთი… მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დეტალები მართლაც არ მახსოვს.
_ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყავით მინისტრის მოადგილე. დღევანდელი გადასახედიდან, პროგრამა “იაკობ გოგებაშვილი”, რომლის დამსახურებითაც უამრავი ადამიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა და რომელმაც საპროცესო გარიგებებით გვარიანად შეავსო ბიუჯეტი, გამართლებულ პროექტად მიგაჩნიათ?
_ გამართლებულად მიმაჩნია ის, რომ ათასობით ბავშვი კარგ და მოწესრიგებულ გარემოში სწავლობს.

მშენებლობები
განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ისიც გაიხსენა, რომ ბევრ სკოლაში შპს “ამაღლება 98”-ის მიერ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული, სიხარულიძე კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ ბევრგან ისეთი სამუშაოებიც კი შეასრულა, რომელიც პროექტით არ იყო გათვალისწინებული: _ 2001 წელს ჩვენ გავაკეთეთ ჩაისუბნის საჯარო სკოლა. ამ სამუშაოს რიგი პრობლემები ახლდა _ რემონტი ხორციელდებოდა საქართველოს ინვესტიციების (სსიფ) ფონდის მიერ, რომლის პირობაც იყო, რომ სამუშაოებში სოფლის წვლილიც ყოფილიყო. მაშინ ისე უჭირდა სოფელს, რომ ეს ვერ შეძლეს და მისი გასწორება მე მომიხდა, სკოლა რომ დამესრულებინა. სოფლის გამგებელი კი შემპირდა თანხის სოფელში მოგროვებას, მაგრამ ვერ შეძლო. ვერც ის გააკეთა, თანხის სანაცვლოდ, ჩაისუბნელებს შრომითი მონაწილეობა მაინც მიეღოთ სამუშაოებში. ამიტომ, საკუთარი მანქანა გავყიდე და ისე დავამთავრე სამუშაოები. ცოტა სახელფასო დავალიანება კი დაგვრჩა, მაგრამ ის სოფელს უნდა გაესწორებინა. ჩემი ინტერესი მაშინ მოგება კი არ იყო, არამედ ის, რომ ახლოს ვყოფილიყავი ჩემს რაიონთან. ახლაც ამას იმიტომ ვამბობ, რომ მინდა, ყველამ იცოდეს რა მოხდა სინამდვილეში.
ასევე, 2005-2006 წლებში _ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, მშენებლობა დავიწყეთ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტში, სადაც, არსებული პროექტით, გათვალისწინებული იყო ნახევარი სკოლის მშენებლობა და გამოყოფილი იყო დაახლოებით 90 000 ლარი. ეს თანხა საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ მთლიანი სკოლა აშენებულიყო. ზოტში მუშაობდა უამრავი სახერხი ქარხანა და მასალა თურქეთში გაჰქონდათ, ამიტომ შევთავაზე სოფლის გამგებელს, მოეცათ შეღავათიან ფასებში იმ რაოდენობის ხის მასალა, რაც სკოლის ნახევარს ეყოფოდა და მე მათ მთლიან სკოლას ავუშენებდი. სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. გაგიკვირდებათ და ხის მასალა ზოტში თბილისიდან ჩავიტანე.  ყველა ისე მიყურებდა, თითქოს უზარმაზარ თანხებს ვხსნიდი ობიექტებიდან. ძალიან მძიმე პირობებში გვიხდებოდა თბილისიდან და ბათუმიდან მასალის ჩამოტანა, რომელიც სოფელ ქვაბღაში იცლებოდა.  იყო ბევრი ხელისშემშლელი გარემოებები, ჭირდა მუშახელიც, როცა ზოტი სავსეა ასეთი ადამიანებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კარგი სკოლა გამოსულიყო, _ გვითხრა სიხარულიძემ.
სხვათა შორის, მაშინ “გურია ნიუსშიც” იბეჭდებოდა კრიტიკული წერილები.
ზოტის გამგებელი იმ დროს შუქრი კონცელიძე იყო. 4 წლის შემდეგ, ყოფილ გამგებელს დეტალების გახსენება უჭირს და ამბობს, რომ მისთვის მასალა არავის უთხოვია:
_ ნამდვილად არ უთხოვია ვინმეს ჩემთვის მასალა. მშენებლობის უფროსს არც კი ვიცნობდი. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოები მაღალ დონეზეა შესრულებული და ზოტელ ბავშვებს მართლაც კარგი სკოლა აქვთ, _ გვითხრა კონცელიძემ.
ყველაზე მძიმე თემა კი სოფელ ხევში აშენებული სკოლაა _ მუშებს ხელფასები დღესაც აუღებელი აქვთ. სიხარულიძე დავალიანების არსებობას ადასტურებს და ითხოვს, მის ქონებას და ანგარიშებს ყადაღა მოხსნან, რომ არსებული დავალიანებები გაისტუმროს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს საკითხი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, იმ დროინდელ გუბერნატორის, რამაზ ნიკოლაიშვილის მოადგილესთან მამუკა ლეჟავასთან “გაირჩა”. საქმეში ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი კორნელი კუკულავაც იყო ჩართული. იმ დროს კუკულავა ჩოხატაურელთა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა და მუშების განაწყენება ყველაზე ნაკლებად “აწყობდა”. ისინი საარჩევნოდ დაპირებებით გააჩერეს, საქმის კურსში პრემიერი გილაურიც კი ჩააყენეს. როგორც გვითხრეს, უშუალოდ გილაურმა გასცა დაპირება, რომ არჩევნების შემდეგ მუშებს სახელფასო დავალიანებას გაუსტუმრებდნენ, თუმცა, ეს თანხა დღემდე ვალად რჩება.
მამუკა ლეჟავა დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ სმენია, თუმცა, დეტალებს ვერ იხსენებს:
_ ნამდვილად არ მახსოვს მსგავსი შეხვედრის შესახებ. მე როგორ დავპირდებოდი თანხის მიცემას? ეს არც ჩემი და არც გუბერნიის კომპეტენციაში არ შედის. გილაურს არასოდეს დავლაპარაკებივარ, _ გვითხრა ლეჟავამ.
მუშებისთვის დავალიანების მიცემის პირობას კუკულავაც უარყოფს. იგი მუშების და ლეჟავას შეხვედრის ფაქტსაც კატეგორიულად გამორიცხავს:
_ ამ საქმის კურსში ვარ, თუმცა, არანაირი შეხვედრა მამუკა ლეჟავასთან არ მქონია. მუშები ინსტანციიდან ინსტანციაში დადიოდნენ და ხელფასს ითხოვდნენ. ჩვენ დავაკვალიანეთ, რომ სასამართლოსთვის მიემართათ, _ აღნიშნა დეპუტატმა.
_  ხევის სკოლის პროექტის თანახმად, მხოლოდ მეორე სართული უნდა გაგვეკეთებინა ხის მასალით, _ იხსენებს დავით სიხარულიძე, _ თუმცა, როცა სკოლა დავშალეთ, აღმოჩნდა რომ პირველ სართულსაც ესაჭიროებოდა შეკეთება და მასზე მეორე სართულის დაშენება არ შეიძლებოდა. დამკვეთს მოვახსენეთ ამის შესახებ, მაგრამ დამატებითი თანხები იყო საჭირო და არ დაგვთანხმდნენ. მთხოვეს, როგორმე გამემაგრებინა კედლები და მეორე სართული დამეშენებინა. სოფლის გამგებელი იყო მამალაძე, კარგი ახალგაზრდა კაცი, ფიზიკურად მუშაობდა მშენებლობაზე. სკოლის ახალი კედლის აშენებას მთხოვდა და თავის თავზე იღებდა, რომ სოფლის მცხოვრებლებს დაგვახმარდა. გავრისკე, პირველი სართულიც დავანგრიე და ახალი, ბათუმიდან ჩამოტანილი ბლოკებით ავაშენე. დამკვეთი რომ ჩამოვიდა, გაგიჟდა _ ეს რა გააკეთეთ, თანხას არ დაგიმატებთო. არ მინდა დამატება, ეს სოფელს ჩემგან ექნება საჩუქრად,-მეთქი. ამის გამო მოხდა მშენებლობის ცოტა გაჭიანურება, რასაც მოჰყვა დამკვეთის მიერ ჩვენი 20 000 ლარით დაჯარიმება.
ხევის რწმუნებული ახლაც ლევან მამალაძეა, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სამუშაოების ნაწილი ხარისხიანად შესრულდა, ნაწილი _ უხარისხოდ:
_ მე ვერ გეტყვით, რატომ დააგვიანდა სამუშაოებს შესრულება. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სკოლის მშენებლობაზე მე პირადად და ჩემი თანასოფლელები ფიზიკურად ვმუშაობდით. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ღამითაც გვიმუშავია…
_ დავით სიხარულიძე ამბობს, რომ რემონტის დაგვიანება პროექტით გაუთვალისწინებელმა სამუშაოებმა განაპირობა.
_ ვერ გეტყვით. შესაძლებელია.
_ რამდენად ხარისხიანად არის სამუშაოები შესრულებული?
_ ზოგი ხარისხიანია, ზოგი _ არა. ახალგადახურულზე წყალი ჩამოვიდა, თუმცა, მალევე თავად შეაკეთეს. ახლა კედლებს ცემენტი ცვივა. მე ამას ნესტს ვაბრალებ, თუმცა, დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია, _ აღნიშნა ხევის გამგებელმა.
სიხარულიძის დაკავება იმ დროს მოხდა, როცა მისი კომპანია ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლას არემონტებდა. სამუშაოები შპს “მკ”-მ დაასრულა. ჩვენ შევეცადეთ ამ კომპანიის ხელმძღვანელობისგანაც შეგვეტყო, რა სამუშაოები იყო შესრულებული მეორე საჯარო სკოლაში, თუმცა უშედეგოდ _ ამ ფირმის ყველა მითითებული საკონტაქტო ნომერი გაუქმებული აღმოჩნდა.
გასულ პარასკევს, ბათუმში დავით სიხარულიძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც უამრავი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტებია, რამდენიმე ტომს მოიცავს.

პირველი ნაწილის დასასრული

გაზიარებაTweetSend

ასევე რუბრიკაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

by
16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

by
17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

by
13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

by
08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

by
07:02; 22 თებერვალი, 2021

თვითმკვლელობა ოზურგეთში

მთაწმინდის პანთეონის ჩოხატაურელი ბინადარნი

ყველა სიახლე

“ვემშვიდობები ამ წუთისოფელს” _ გიორგი კეკელიძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული შემაძრწუნებელი პოსტი
საზოგადოება

“გიორგი კეკელიძეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ეროვნული ბიბლიოთეკა

by ნინო ბერძენიშვილი
23:32; 21 მაისი, 2022
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა
სამართალი

ერთი მოკლული და ორი დაჭრილი _ რა მოხდა თელავში

by ნინო ბერძენიშვილი
22:13; 21 მაისი, 2022
სამტრედიელი დავით ჯიბაშვილი მდინარე გუბისწყალში დამხრჩვალი იპოვეს
სამართალი

ფოთში 11 წლის მოზარდი დაიღუპა- მას ავტომობილი დაეჯახა

by ჯემალ ღამბაშიძე
21:25; 21 მაისი, 2022
როგორ გაეხუმრა რამაზ ჩხიკვაძე ეროსი მანჯგალაძეს
კულტურა

როგორ გაეხუმრა რამაზ ჩხიკვაძე ეროსი მანჯგალაძეს

by გიორგი გაჩეჩილაძე
20:22; 21 მაისი, 2022
,,ადამიანების სიძულვილი გაქრება, დიქტატორები წავლენ და ძალაუფლება ხალხს დაუბრუნდება“ –  ზელენსკი კანის ფესტივალზე
მსოფლიო

ზელენსკი – გამარჯვება სისხლიანი იქნება,  მაგრამ ომი დიპლომატიურად დასრულდება

by მერაბ ცაავა
20:02; 21 მაისი, 2022
რუსეთმა მორგან ფრიმენს უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა
მსოფლიო

რუსეთმა მორგან ფრიმენს უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

by მერაბ ცაავა
19:56; 21 მაისი, 2022
უკრაინიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გააძევეს
მსოფლიო

უკრაინიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გააძევეს

by მერაბ ცაავა
19:48; 21 მაისი, 2022
 ,,რუსეთი, სავარაუდოდ, სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს განიცდის “ – დიდი ბრიტანეთი
მსოფლიო

 ,,რუსეთი, სავარაუდოდ, სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს განიცდის “ – დიდი ბრიტანეთი

by მერაბ ცაავა
19:44; 21 მაისი, 2022
2 მოკლული და რამდენიმე დაჭრილი – “ქურდული გარჩევა” თბილისში
სამართალი

“დანას განწირული ურტყამდა თურმე, ვერავინ ვერ გამოგლიჯა” _ საზარელი მკვლელობის დეტალები

by ჯემალ ღამბაშიძე
19:23; 21 მაისი, 2022
გრიგოლ რობაქიძის „პარტიული სასჯელი“
ისტორია

გრიგოლ რობაქიძის „პარტიული სასჯელი“

by გიორგი გაჩეჩილაძე
19:12; 21 მაისი, 2022
სასტიკი მკვლელობა თბილისში _ ავტობუსში ქმარმა ცოლს შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა
სამართალი

ქალი, რომელსაც ქმარმა ყელი გამოჭრა, სამეგრელოდან იყო

by მიხეილ ძიძიგური
19:02; 21 მაისი, 2022
რამაზ საყვარელიძე: რუსეთი დამარცხებისთვის დღეს თუ არა ხვალ განწირულია
პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: რუსეთი დამარცხებისთვის დღეს თუ არა ხვალ განწირულია

by ნინო ბერძენიშვილი
18:56; 21 მაისი, 2022
რუსეთმა აშშ-ს 963-მ მოქალაქეს და მათ შორის, ჯო ბაიდენს ქვენაში შესვლა აუკრძალა
მსოფლიო

რუსეთმა აშშ-ს 963-მ მოქალაქეს და მათ შორის, ჯო ბაიდენს ქვენაში შესვლა აუკრძალა

by მერაბ ცაავა
18:02; 21 მაისი, 2022
აშშ-ს პრეზიდენტმა, უკრაინისთვის დამატებითი 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა
მსოფლიო

აშშ-ს პრეზიდენტმა, უკრაინისთვის დამატებითი 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

by მერაბ ცაავა
17:32; 21 მაისი, 2022
მბაპე ამჯერად „პარი სენ-ჟერმენში“ რჩება
სპორტი

მბაპე ამჯერად „პარი სენ-ჟერმენში“ რჩება

by გიორგი გაჩეჩილაძე
17:18; 21 მაისი, 2022

დღის ფოტო

“აი იყო სულ?”-გურული ბაღნები  ბოლო ზარზე
დღის ფოტო

“აი იყო სულ?”-გურული ბაღნები  ბოლო ზარზე

by გიორგი გირკელიძე
14:47; 20 მაისი, 2022
0

შოკოლადის ტრფიალი ივი

შოკოლადის ტრფიალი ივი

11:39; 18 მაისი, 2022

ფეისბუქსტატუსები

“დღეს ერთად უნდა გვეზეიმა” _ ემიგრაციაში მყოფი მასწავლებელი ყოფილ მოსწავლეებს მიმართავს
ფეისბუქსტატუსები

“დღეს ერთად უნდა გვეზეიმა” _ ემიგრაციაში მყოფი მასწავლებელი ყოფილ მოსწავლეებს მიმართავს

by ნინო ბერძენიშვილი
12:18; 21 მაისი, 2022
0

“ეს არც ჩინეთია და არც შრილანკა, არც ვიეტნამი ან ჩაის რომელი სხვა აზიური ქვეყანა… – ეს ჩემი გურიაა”

“ეს არც ჩინეთია და არც შრილანკა, არც ვიეტნამი ან ჩაის რომელი სხვა აზიური ქვეყანა… – ეს ჩემი გურიაა”

12:57; 18 მაისი, 2022

გურია ნიუსი

[email protected]
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  My Software  2021 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • კორონავირუსი
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო

© 2022 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.