ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მაკა წივწივაძე ყელის არეშია დაჭრილი და მას ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმოფოში უტარდება, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
სასწავლებლის ინგლისური ენის ლექტორს, ყოფილმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან უნივერსიტეტის დერეფანში ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
როგორც "გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ცოლ-ქმარი ორივე გარდაცვლილია.
"ჩვენი ინფორმაციით ორივე მათგანი გარდაცვლილია. თუმცა მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაცნობებთ“, _ ამბობენ შსს-ში.