ორი დღის წინ გამოცემამ „Rolling Stone” ერთი ორიგინალური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.
პოპულარულმა ჟურნალმა მამაკაცი მსახიობების ე.წ. „შავი სია” გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალის კანდიდატებს ცუდად ნათამაშევი როლების მიხედვით არჩევდნენ.
პირველი ადგილი კიანუ რივზს ერგო, მეორე ჰეიდენ კრისტენდენს, მესამე კი უილიამ შატნერს.
ამ „საეჭვო” ნუსხის ათეულში შემდეგი მსახიობები აღმოჩნდნენ: ორლანდო ბლუმი, ბრენდონ ფრეიზერი, ჰიუ გრანტი, პოლ უოკერი, დევიდ არკეტი, დევიდ კარუზო და მეთიუ ლილარდი.
საინტერესოა, რომ მიუხედავად დამსახურებისა ამ „შავ სიაში” კიდევ რამდენიმე პოპულარული მსახიობიც აღმოჩნდა.
თუ 47 წლის ვინ დიზელს ამ ნუსხაში გამოჩენა ასაკის გამო „გარკვეულწილად ეპატიება“, მათ გვერდით რობერტ დე ნიროსა და ალ პაჩინოს მოხვედრა ცოტა უცნაურად გამოიყურება.