რამდენიმე დღის წინ ჟურნალმა „Maxim“ გაამოაქვეყნა მსოფლიო შოუ-ბიზნესში მოღვაწე ასი ყველაზე ლამაზი პიროვნების ჩამონათვალი.
ამ ნუსხის სათავეში 30 წლის ამერიკელი მსახიობი ოლივია უაილდი მოექცა. ქალბატონმა ოლივიამ კინოს მოყვარულებს თავი დაამახსოვრა ფილმებში „მეზობელი ქალი“, „ალფა დოგი“ და „ტურისტი“ განსახიერებული როლებით.
მეორე ადგილი 28 წლის მეგან ფოქს ერგო.
მესამე პოზიციაზე სუპერმოდელი ბარ რაფაელი გავიდა.
პირველ ათეულში მოხვდნენ, აგრეთვე, მალინ აკერმანი, მილა კუნისი, ელაიზა დუშკუ, ადრიანა ლიმა, რიანა, ჯორდანა ბრიუსტერი და ჯენიფერ ლავ ჰიუიტი.