ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფინანსური პოლიცია 2013 წელს, სოფლებში წყლის პროექტების განხორციელების საკითხით არის დაინტერესებული.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ორ სოფელში – ნიგოითსა და შუხუთში, ჩაბარების აქტს რამდენიმე ადამიანმა ხელი არ მოაწერა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.