გუშინ, შსს–ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1941 წელს დაბადებული იური ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ დარჩეთში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას მის მეუღლეს 1946 წელს დაბადებულ ნათელა ჯ–ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იური ჩ. გურჯაანში, სოფელ დარჩეთში მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით).
Developed By Web Features 2024 © All rights reserved