(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიამ” მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა და წყალტუბოს “სამგურალი” 3:0 დაამარცხა. მატჩი ჩვენებურთა სრული უპირატესობით წარიმართა: ანგარიში 35-ე წუთზე ნათენაძემ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში გოლები გუნდის ლიდერებმა _ გიგა კვერენჩხილაძემ და იაგო დეისაძემ გაიტანეს. ამ მოგებით “გურიამ” კიდევ უფრო გაიმყარა მეორე ადგილი. ამჟამად ჩვენებურებს 9 შეხვედრაში 20 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებენ. მორიგ შეხვედრას ლანჩხუთური კლუბი 19 ოქტომბერს ასევე “ევგრაფი შევარდნაძეზე” გამართავს _ ჩვენებურები “ადელს” დაუხვდებიან. შეგახსენებთ, მათი ბათუმური მატჩი ფრედ დასრულდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved