18 წლის ბექა ქურდიანი, წარმოშობით სვანია, თუმცა, თბილისში დაიბადა და გაიზარდა. იგი განსხვავებული იმიჯის გამო, საზოგადოების მხრიდან ხშირად აგრესიის მსხვერპლია. თუმცა, დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, ჯამ-ჭურჭლის ხმაურიან აქციაში მიიღო მონაწილეობა და ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტა.
ბექა "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ საყურეს ატარებს და თმა აქვს შეღებილი, მისი სტილი კი ზოგიერთი ქართველისთვის მიუღებელია და მის მიმართ აგრესიას გამოხატავენ.
"ზოგადად, ქართველებს, განსხვავებულ ბიჭებზე აგრესია აქვთ. როცა გამოვდივარ საჯაროდ, ქუჩაში გარკვეული პრობლემები მექმნება. მიკეთია საყურე, თქმა მაქვს შეღებილი და ამის გამო აგრესიას გამოხატავენ. რადგან ქართველი ვარ, მიაჩნიათ, რომ ასე არ უნდა დავდიოდე.
წარმოშობით სვანეთიდან ვარ, მაგრამ იქ არ დავბადებულვარ. თბილისში ვცხოვრობ. ძალიან მომწონს თმა რომ მაქვს შეღებილი, მიკეთია საყურე და მაქვს განსხვავებული იმიჯი. ეს ადამიანის თავისუფალი ნებაა. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება ისე მეცვას, როგორც მინდა.
დღეს აქ მოვედი, რომ გამოვხატო სოლიდარობა, რათა არ იყოს ძალადობა. ქალების ძალადობის წინააღმდეგი ვარ!", _ განაცხადა ქურდიანმა.