https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კახა კალაძე: “დანამატების თემა თბილისის მერიაშიც დასაბალანსებელი იქნება”

12:10; 23.10.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"რა მნიშვნელობა აქვს, პრემია ერქმევა სახელად თუ დანამატი?", "როდესაც ქვეყანაში გყავს 150 ლარიანი პენსიონერები, შენ რატომ არ უნდა გეყოს 3 500 ლარიანი ხელფასი?" _ ასეთია საზოგადოების დამოკიდებულება დანამატებთან დაკავშირებით.

თბილისის მერის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე მერიის საჯარო მოხელეები ყოველთვიურად ფიქსირებულ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სახელფასო დანამატსაც იღებენ, საკმაოდ მწვავე რეაქცია მოყვა საზოგადოებაში. ბრძანების მიხედვით, დანამატის ჯამური რაოდენობა, 4 თვის განმავლობაში, ჯამში 152 ათას ლარს შეადგენს და ეს თანხა 26 ადამიანზე ნაწილდება. მათ შორის, დედაქალაქის ვიცე-მერი  – 3 540 ლარს, მერის მოადგილე – 3 360 ლარს, მერიის ადმინისტრაციის უფროსის სახელფასო დანამატი იქნება  3180 ლარი, მისი პირველი მოადგილის – 2 000 ლარი, ხოლო  მოადგილის – 1800 ლარი, საქალაქო სამსახურის უფროსის – 2600 ლარი, რაიონის გამგებლის – 2 600, რაიონის გამგებლის მოადგილის – 1800, მერიის აპარატის (სამსახურის) მრჩევლის – 1300 ლარი და ა.შ. სიაში არ არის თავად დედაქალაქის მერი დავით ნარმანია.

მერიამ კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის შემდეგ გააკეთა: "ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებულ მოხელეთა (მათ შორის, თანამდებობის პირთა) ანაზღაურება არ არის იმაზე მაღალი, ვიდრე კერძო თუ ზოგჯერ იმავე მესამე სექტორში დასაქმებულ პირთა ანაზღაურება, ხოლო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე – ორმაგი." _ ვკითხულობთ მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით ვიცე პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის პოზიცია და რა განმარტებებს აკეთებს ის "გურია ნიუსთან". შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მისი ხელფასი თავისი დანამატებით დაახლოებით 2000 ლარით ნაკლებია, ვიდრე თბილისის ვიცე-მერის ხელფასი თავისი დანამატებიანად.

_ ბატონო კახა, საზოგადოება ძალიან მტკივნეულად აღიქვამს  დანამატების თემას. მათ აქვთ განცდა იმისა, რომ სოციალურად ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ჩინოვნიკები საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე არ უნდა იყვნენ ორიენტირებულნი.  როგორ ფიქრობთ, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით 3500 ლარი ცუდი ანაზღაურებაა, ერთი ამდენი რომ არ დაიმატონ? თქვენ საკმაოდ კატეგორიული განცხადება გააკეთეთ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან "შავი ჯიპებით" "ტკბობაზე."  მინდა გკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს, ბიუჯეტის ფული შავ ჯიპებს მოხმარდება თუ ჩინოვნიკების სახელფასო კეთილდღეობას?  საუბარია ქვეყანაზე, სადაც პენსიონერები 150 ლარს იღებენ.

_ ეს სერიოზული პრობლემა იყო  და წლების წინ დაიწყო… ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს პრემიების გაცემაზე. "ნაციონალური მოძრაობის" დროს თუ იცემოდა ხელფასები, მასვე მოყვებოდა პრემიები და ეს ხდებოდა ყოველთვე. ამ ინფორმაციის ამოღება არ არის რთული და შეგიძლიათ ნახოთ, რასთან გვქონდა საქმე. როგორც კი არჩევნები ახლოვდებოდა, პრემიების ოდენობაც იზრდებოდა და არ არსებობდა არანაირი ზღვარი თანხის ოდენობისა.

თქვენ გახსოვთ ალბათ, ავტომობილების  შესყიდვას, საუბარია სწორედ თქვენს მიერ ნახსენებ შავ ჯიპებზე, რა აჟიოტაჟიც მოყვა.  ამის შემდეგ, რეგულაცია შევიდა კანონში და ეს პრობლემა მოგვარდა. დღეს აღარ არის ისე, რომ გაიღვიძებს რომელიმე მინისტრი, ჯიპი მოუნდება და იყიდის უცებ… იგივე რეგულაციები ამოქმედდა პრემიებთან დაკავშირებითაც. პრემიების ყოველთვიურად გაცემა გამორიცხულია, შესაძლებელია მხოლოდ კვარტალში ერთხელ და არ უნდა აღემატებოდეს სახელფასო განაკვეთს.

დანამატს რაც შეეხება, დანამატი შესაძლებელია გაიცეს ოღონდ კონკრეტულ პიროვნებაზე, კონკრეტულ თანამშრომელზე და გადაწყვეტილებას დანამატის ოდენობის განსაზღვრის შესახებ იღებს კონკრეტული მინისტრი ან უწყების ხელმძღვანელი. ეს არის ის ცვლილება, რომელიც განხორციელდა. მე დეტალურად არ ვიცი მერიასთან მიმართებაში რა მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ სამინისტროებში ეგ საკითხი მოგვარებულია და პრობლემას არ წარმოადგენს.

_ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ   არ წარმოადგენს პრობლემას?

_ ანუ პრემიები იქნება მხოლოდ კვარტალში ერთხელ და არ იქნება ხელფასზე მაღალი, დანამატს კი  განსაზღვრავს კონკრეტული უწყების ხელმძღვანელი კონკრეტული თანამშრომლისთვის.

_ სახელი "პრემია"  "დანამატით" თუ ჩანაცვლდება, ამით რამე შეიცვლება?

_  კი, მაგრამ მოდით შევხედოთ მეორე მხარესაც.  მაგალითად, მინისტრის მოადგილეს, რომელსაც აბარია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო, ხელფასი აქვს 2300 ლარი. ამ დროს, ჩვენ, საჯარო სამსახურებს საკმაოდ სერიოზულ კონკურენციას გვიწევს კერძო სექტორი, რომელიც ცდილობს, რომ კვალიფიციური კადრები წაიყვანოს და თვითონ დაასაქმოს.  არ დაგიმალავთ, ჩემი სამინისტროდანაც მოხდა გადინება და კერძო სექტორმა რამდენიმე ძლიერი სპეციალისტი წაიყვანა. ამ პრობლემის გამო ხდება დანამატის გამოყოფა.

_ თქვენი ხელფასი რამდენია?

_ ჩემი ხელფასი არის 3000 ლარამდე.

_ პრემიერის მიერ დადგენილ დანამატებსაც თუ ჩავთვლით, არცერთი მინისტრის ხელფასი არ აღემატება  5 000 ლარს და როგორ ფიქრობთ, ვიცე-მერებს უფრო მეტი სამუშაო აქვთ, ვიდრე მინისტრებს? დანამატებიანად მათი ანაზღაურება 7000 ლარზე მეტია.

_ ალბათ, მერიაშიც დასაბალანსებელი იქნება ეგ მიმართულება, სამინისტროებში უკვე მოგვარებულია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

თავდამსხმელი ჟურნალისტს: "რით ვერ გაიგე, რომ ქუჩაში არ უნდა იარო"

G_News TV _ "კვირის თემა "

ყველა სიახლე

21-ს ქვევით

კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

17:45; 7.03.2026
მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

17:33; 7.03.2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7.03.2026
სამართალი

“ავტომანქანაში იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”

16:50; 7.03.2026
პოლიტიკა

თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სუს-ში დაიბარეს

16:16; 7.03.2026
პოლიტიკა

ჩვენი მშვიდობა ოჩო ფეხებზე დგას, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას…” – გიორგი ანთაძე

15:15; 7.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

15:08; 7.03.2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7.03.2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7.03.2026
მსოფლიო

მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

13:36; 7.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

12:32; 7.03.2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7.03.2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7.03.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა SMS-ით დაგშორდნენ

11:08; 7.03.2026
ზაფრანი

როგორი მეგობარი ხარ?

11:06; 7.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო