https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

    ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

    წყალქვეშა ნავმა ირანული საბრძოლო ხომალდი ჩაძირა- 100-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

    ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

    წყალქვეშა ნავმა ირანული საბრძოლო ხომალდი ჩაძირა- 100-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“იმედი გვაქვს, ქალთა საინფორმაციო ცენტრი პანკისელებს საჯაროდ მოუხდის ბოდიშს!”

15:10; 24.10.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail
2014 წლის 2 ოქტომბერს, "გურია ნიუსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით _  "თუ იმამი უფლებას მომცემს, მე გამოვაცხადებ ჯიჰადს".
სტატიაში გამოყენებული იყო ინტერვიუ _ პანკისის ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" (WIC) მიერ ჩატარებული კვლევისას გამოვლენილ პრობლემებზე ცენტრის თანამშრომელი ნინო მოდებაძე გვესაუბრა.

ცენტრის თანამშრომლის თქმით, პანკისის ხეობაში მწვავედ დგას ხარისხიანი განათლების მიღების პრობლემა, რადგან სკოლების ინფრასტრუქტურა მოუწყობელია და საფრთხის შემცველი: "…საშინელ მდგომარეობაში იყო სოფელ წინუბანის სკოლა. ხეობაში ამორტიზირებული სკოლებია. არც ერთ მათგანს არ აქვს იატაკი. მერხებზე და სკამებზე ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი. ხშირია შემთხვევა, როდესაც პირველ, მეორე და მესამეკლასელებს ერთ ოთახში ერთდროულად უტარდებათ გაკვეთილი. სოფელ ქორეთში 1-დან მე-4 კლასამდე სკოლაა, ხოლო სოფელ წინუბანში _ 1-დან მე-6 კლასამდე. სოფელ დუისში საჯარო სკოლა 12-კლასამდეა. ზამთარში ბავშვებს მიკროავტობუსი უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ გზა წინუბანამდე მთლიანად დანგრეულია, რის გამოც მიკროავტობუსი სოფელში ვერ მიდის. ზამთარში დუისამდე ბავშვებს ფეხით უხდებოდათ მისვლა და მგლის თავდასხმის ფაქტიც კი იყო… ფაქტობრივად, პანკისის ხეობაში მცხოვრები ბავშვების კონსტიტუციური უფლება განათლების მიღებასთან დაკავშირებით უგულებელყოფილია."

სამწუხაროდ, ამგვარი მდგომარეობა საქართველოს სხვა რეგიონებშიცაა და მაგალითისთვის შეგიძლიათ ნახოთ "გურია ნიუსის" სიუჟეტი "მარტო კლასში", რომელიც გურიაში, სოფელ ნაბეღლავში მცხოვრებ გოგონას ეხება. მას თანაკლასელები არ ჰყავს და რამდენიმე კილომეტრის გავლა ყოველდღიურად უხდება გარეული ნადირით სავსე ტყეში.

რესპონდენტი ასევე საუბრობდა ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე, რომლებსაც მისივე მოსაზრებით, ტრადიციები, რელიგიური მიმდინარეობა, ადათები შეიძლება ედოს საფუძვლად და რომლებიც ზღუდავს ქალთა უფლებებს.

სტატიას სოციალურ ქსელებში მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა, ხოლო პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ჯოყოლა აჭიშვილი საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების მიზნით, რედაქციაში გვესტუმრა.

იგი კვლევისას გამოვლენილ ფაქტებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეურაცხმყოფელია მისი ერისა და რელიგიისთვის:

"ჩემთვის, როგორც ქისტისთვის, საწყენი იყო, რაც დაიწერა; მინდა პასუხი გავცე ქალთა საინფორმაციო ცენტრს და ჩემი პასუხები სიტყვასიტყვით დაწეროთ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა საინფორმაციო ცენტრი" ამბობს, თითქოს ჩვენი ბავშვები გაუნათლებლები არიან, არ იციან ქართულად წერა-კითხვა. ჩვენი ქალები(დები, ცოლები) დაჩაგრულები და ძალადობის მსხვერპლი არიან. თითქოს ქალები, შიშის გამო არ მიმართავენ სასამართლოს. მინდა გითხრათ, რომ ეს ტყუილია! ქალბატონი ნინო მოდებაძე ამბობს, ხეობაში ქალებს ჰიჯაბი აფარიათ და "გამოსულები" არ არიან. მაინტერესებს, თანამედროვეობასთან რა შუაშია ჰიჯაბი, განათლება ან გაუნათლებლობა?! კარგი იქნებოდა, ჯერ გაცნობოდა რატომ აფარიათ ჩვენს ქალებს ჰიჯაბი და მერე ესაუბრა. ასევე, ამბობს, რომ სისხლით ნათესავები მოგვყავს ცოლად. ჩვენი რელიგია არ გვეუბნება გინდა თუ არა ნათესავი ცოლად მოიყვანეო; პირიქით, მოციქული მუჰამედი გვეუბნება, რაც შეიძლება შორიდან მოიყვანე ცოლიო. დიდი ხნის წინ, არსებობდა მკაცრი ადათები, მაგალითად, მამა თავისი დედ-მამის წინ შვილს ვერ მოეფერებოდა და ეს სირცხვილად ითვლებოდა, მაგრამ, როგორც ყველგან, ადათები იცვლება და მკაცრი წესები იცვლება.

ადრე, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს შორდებოდა, თუ ცოლი მშობლების სახლში ბრუნდებოდა, ბავშვები რჩებოდა მამასთან მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალი უარს იტყოდა ბავშვებზე. თუმცა, ეს ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ქალს მშობლები ეტყოდნენ, შენ დაბრუნდი მაგრამ, ბავშვები არ მოიყვანოო. ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა. ბოლო რამდენიმე წელია, სახელებითა და გვარებით დაგისახელოთ ქალები, რომლებმაც სასამართლოს ძალით ბავშვები წაართვეს მამებს და ალიმენტსაც უხდის ქმარი. ეს არის საქართველოს კანონმდებლობა; თუ ქვეყნის კანონს არ დაემორჩილები, უნდა ადგე და წახვიდე საქართველოდან,"_ ამბობს აჭიშვილი.

ჯოყოლა ამბობს, რომ ვაჰაბიტები კი არა, სუნიტები არიან და განსხვავებაზეც საუბრობს: "ჩვენ სუნიტები ვართ, მაგრამ სუფისტები გვეძახიან ვაჰაბიტები ხართო. ჩვენში განსხვავება ის არის, რომ სუფისტები ძალიან ბევრ რამეს აღიარებენ. ხეობიდან რომ გამოდიან, ხან ლოცულობენ, ხან არა. შეუძლიათ სასმელი დალიონ, ხეობიდან გავიდნენ და ღორის ხორცი ჭამონ…

სუნიტები ყურანს ვაღიარებთ. ჩვენ მხოლოდ ღმერთს ვთხოვთ დახმარებას. სუნიტები სასმელს არ სვამენ. ნარკოტიკის მოხმარება კი არა, ნარკოტიკისა და სასმელის გაყიდვისგან მიღებული ფული რომ აიღო, ისიც დაუშვებელია. წარმოუდგენელია იქურდო, ვიღაცის სახლში შეიპარო…

მოდებაძე ამბობს, რომ ქისტები ქალებზე ძალადობენ და ჩაგრავენ. ალბათ, მან არ იცის, რომ ჩვენი რელიგიით, ქალზე ხელის აღმართვა არ შეიძლება. ჩვენი რელიგია ქალის მიმართ ლმობიერია; მაგალითად, ცოლ-ქმარი ვალდებულია შვილი ერთად გაზარდოს _ ერთ ღამეს დედა ათენებს აკვანთან, მეორე ღამეს _ მამა.

თუ შენ მუსლიმი ხარ და შარიათის კანონს იცავ, არ შეიძლება ქალი ამუშაო ნაკვეთში. ჩემი ოჯახის მაგალითზე შემიძლია გითხრათ: ჩემი მეუღლე დიასახლისია. სახლში ბავშვების აღზრდით არის დაკავებული. ეზოში პატარა ბოსტანი აქვს, რომელსაც უვლის. რა, ამით მის უფლებებს ვზღუდავთ ან რადგან ჩემს ცოლს ჰიჯაბი აფარია, თანამედროვე არ არის?! ჰიჯაბის დაფარებას ვერავის აიძულებ, რადგან მორწმუნე ადამიანი ჰიჯაბს თითონ იფარებს. ჩვენი სარწმუნოებით, უნდა გქონდეს დაფარული თმები, მკლავები. თუ შენ მუსლიმი ხარ, მისდევ სარწმუნოებას, რომელიც წიგნშია წერია, მაშინ ყველა პირობა უნდა შეასრულო. ჩემს ცოლი მუსლიმი იყო, მაგრამ, თავშალი არ ეფარა. ჩემი ერთადერთი პირობა იყო: თუ ცოლად გამომყვები, უნდა გეფაროს თავშალი, რადგან ამის გამო შეიძლება მე ჯოჯოხეთში მოვხვდე. ის დამთანხმდა, რადგან მუსლიმი იყო.

დღეს პანკისის ხეობაში ძალიან ბევრი გოგოა, რომელსაც თავშალი არ აფარია, მშობლები უშლიან. მაგრამ, გოგონები ელოდებიან როდის გაჰყვებიან ე.წ. ვაჰაბიტს ცოლად, რადგან ის თავშლის დაფარების ნებას მისცემს. ეს ჩვენი რელიგიაა და ვალდებული ვართ დავიცვათ. ქალი, რომელიც ჰიჯაბს არ დაიფარებს, ჯოჯოხეთში მოხვდება. სწორედ რწმენის გამო აფარიათ ჰიჯაბი. ძალით ჰიჯაბს ვერავის დააფარებ. ეს ტყუილია! სარწმუნოებას ძალით ვერავის შეაცვლევინებ. ასე რომ იყოს მთელი ჩემი სანათესავო ჰიჯაბით ივლის, თუმცა, არ დადიან, რადგან არ უნდათ. საინტერესოა, თუ იყო პანკისის ხეობაში, ის ვერ ნახა როგორი თანამედროვე ქალები არიან ჰიჯაბიანი ქალები?! ყველას ჰყავს მანქანა, აქვთ ბიზნესი არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. თანამედროვე ქალი მაინცდამაინც ტატუირებას და პირში სიგარეტს ნიშნავს?!

საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა. ჩემი ნათქვამი ტყუილი რომ არ გამოვიდეს, ნებისმიერ ჟურნალისტს, ვისაც სურვილი ექნება, ვეპატიჟები ხეობაში, თუ გინდათ წავიდეთ იქ, სადაც აზერბაიჯანული და სომხურენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. წამოდით ნებისმიერ ადგილას და ვნახოთ, როგორც ცხოვრობს პანკისის ხეობაში ხალხი.

"ქალთა საინფორმაციო ცენტრი" ამბობს, რომ ხეობაში ბავშვებმა ქართული არ იციან და სკოლაში ვერ დადიან. ესეც ტყუილია. 3 წლის შვილი მყავს, რომელიც ქართულად იწყებს ლაპარაკს და რა თქმა უნდა, ქისტურსაც ისწავლის. ჩვენი ბავშვები ბაღიდან სწავლობენ ქართულს. პანკისის ხეობაში, სკოლებში ქართულად სწავლობენ. ჩვენთან ჩეჩნური ენა არ არის. მხოლოდდამხოლოდ ქართული! რატომ არ უნდა ვიცოდეთ ქართული ენა?! მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩემმა შვილმა რატომ არ უნდა იცოდეს ქართული ენა? შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩამოხვიდეთ ხეობის ნებისმიერ სკოლაში და ბავშვებს ქართულად დაუსვათ კითხვები _ აუცილებლად ქართულად გაგცემენ პასუხს. მაინტერესებს, მაშინ როგორ იღებენ ჩვენი ბავშვები ეროვნულ გამოცდებზე გრანტებს და როგორ ამთავრებენ უნივერსიტეტებს წითელ დიპლომზე?!

საქართველოში ქისტები ერთადერთი ერი ვართ, რომელსაც არც ეროვნული გამოცდები, არც სკოლის გამოცდები, სხვა რომ არაფერი ვთქვა, საარჩევნო ბიულეტენებიც კი არ გვაქვს ქისტურ ენაზე. ამაზე რატომ არ საუბრობს ეს ორგანიზაცია?!

მოდებაძის ნათქვამიდან ერთადერთს ვადასტურებ, რომ რთული სიტუაციაა სოფელ ძიბახევისა და წინუბანის სკოლებში. ძიბახევში სკოლა გააუქმეს. სოფელ ბირკიანიდან ძიბახევამდე "მარშრუტკებს" მიჰყავთ ბავშვები. მაგრამ, სოფელ ჯოყოლოში მსოფლიო ბანკმა გააკეთა საჯარო სკოლა, რომელშიც ევრორემონტია გაკეთებული. დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი სკოლა თბილისშიც არ არის.

ქალბატონი ნინო ამბობს, რომ ხეობაში ესაუბრა ქალს, რომელსაც 6 გოგო ყავდა, რის გამოც ქმარი ცემდა, მაგრამ ბიჭის გაჩენისთანავე ქმარმა შეწყვიტა ცემა. ნამდვილად ვერ ვიტყვი ეს ფაქტი ვინმემ უამბო თუ არა მაგრამ, ერთი კითხვა მაქვს: ჩვენ ხომ ღმერთმა შეგვქმნა? ექვსი გოგო ხომ ღმერთმა მისცა? რასაც ღმერთი არ გვაძლევს, იმას ჩვენ ხომ ვერ შევქმნით? სამი შვილი მყავს _ ორი გოგო და ერთი ბიჭი. ჩვენი რელიგია კრძალავს ქალზე ხელის აღმართვას.

"ქალთა საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენელი საუბრობს მრავალცოლიანობაზე; თითქოს, ის შეხვდა 25 წლის ქალს, რომელმაც უამბო, რომ მასზე გავრცელებული ბოროტი ჭორების გამო სისხლი რომ არ დაღვრილიყო და ღირსება შეენარჩუნებინა, 25 წლით უფროს კაცს მე-3 თუ მე-4 ცოლად გაჰყვა. ჩვენთან ასე ხდება: ქალის მრუშობის დასამტკიცებლად, 4 უტყუარი მოწმე უნდა არსებობდეს. ჩვენი რელიგიით ასეთ ქალს სიკვდილით დასჯიან. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ  უწესო ქალი საკუთარმა მამამ მოკლა. მაგრამ, ეს დიდი ხნის წინ ხდებოდა. როგორც კი რელიგიური ცხოვრება დაიწყო ხალხმა, ასეთი რამე მართლა არ გამიგია. 25 წლით უფროს კაცს საქართველოს სხვა კუთხეში არავინ გაჰყოლია?!

თუ ვიღაცა გოგო შეცდა ვიღაც ბიჭთან, აქ გვარი წყვეტს ყველაფერს; გოგოს გვარი ბიჭის გვართან კაცს აგზავნის და უთვლის, წაიყვანე ცოლად, თუ არ წაიყვან ჩვენს შუა სისხლი დაიღვრება და მიჰყავს ამ კაცს ცოლად.

რაც შეეხება მრავალცოლიანობას;საშუალება რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი მეორე და მესამე ცოლსაც. რელიგიის მიხედვით, ჩვენ ამის უფლება გვაქვს. თუმცა, სამივესთან თანაბარი უნდა იყო: რასაც ერთს ჩუქნი, მეორესაც იგივე უნდა აჩუქო, სამართლიანი უნდა იყო, მათთვის ცალ-ცალკე უნდა გქონდეს ერთნაირი სახლი აშენებული. რა თქმა უნდა, ეს ფინანსებზეა დამოკიდებული. თუ სამივე ცოლს სამართლიანად არ მოექცევი, ამისთვის ღმერთთან აგებ პასუხს და ჯოჯოხეთში მოხვდები.

სტატიაში ნათქვამი იყო, თითქოს, მაზლზე თხოვდებიან… თურმე, მე რომ მოვკვდე, ჩემი ცოლი ჩემს ძმას გაჰყვება ცოლად?! სად ნახა, რომ ჩვენი ძმების, ბიძაშვილების, დეიდაშვილების ცოლები მოგვეყვანოს ცოლად? სად? დადოს ერთი ფაქტი. ეს ჩვენი ერის შეურაცხყოფაა, ისევე როგორც უხუცესთა საბჭოს მიმართ გამოთქმული მოსაზრებები თითქოს, საბჭო აიძულებს ვინმეს ესა თუ ის გააკეთოს.მე, როგორც ქისტს ძალიან მეწყინა ეს ყველაფერი და იმედი გვაქვს პანკისის მცხოვრებლებს, ქალთა საინფორმაციო ცენტრი საჯაროდ მოიხდის ბოდიშს", _ ამბობს ჯოყოლა აჭიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ სტატია, რომელსაც ჯოყოლა აჭიშვილი პასუხობს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" დაჟინებული თხოვნით, ვებ-გვერდიდან დროებით მოხსნილია, რადგან ორგანიზაციის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ორგანიზაციის თანამშრომლის მიერ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები, იდენტიფიცირების შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის კვლევის ინტერვიუერებს!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შსს-მ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სამსახურების უფროსების CV

ყველა სიახლე

სამართალი

“გვაქვს მოლოდინი, როგორც კლინიკა „მედინა“, ასევე ექიმები პასუხს აგებენ ფეხმძიმე ქალის სიცოცხლის მოსპობაზე” – „ახალგაზრდა ადვოკატები“ 

19:08; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026
საზოგადოება

“გამოიდარებს” თუ არა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გურიაში

14:41; 5.03.2026
ფინანსები

 საგაზაფხულო SOLO შეთავაზებები –  მიიღეთ ქეშბექი პარტნიორ ობიექტებში

14:30; 5.03.2026
საზოგადოება

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

14:23; 5.03.2026
მსოფლიო

უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

13:29; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო